top of page
Untitled-1.webp

სამართალდამცველებმა აჭარაში 2 კილოგრამი „მეთადონი“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

2 hours ago
1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
 

ახალი ამბები

bottom of page