top of page
Untitled-1.webp

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

34 minutes ago
1 min read

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 


„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, როგორც ერთ-ერთი იურიდიული პირის დამფუძნებელმა დირექტორმა, სოციალურ ქსელებში განათავსა რეკლამა, თითქოსდა ახორციელებდა სხვადასხვა პროფესიული კურსის შესწავლას, როგორც ონლაინ, ისე პრაქტიკული სწავლების გზით. ბრალდებულის დაპირებით, სტუდენტებს სასწავლო კურსის დასასრულს ევროპის ქალაქებში რამდენიმედღიან შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებს ჩაუტარებდა, რის შემდეგაც მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემოდათ.


2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, ბრალდებულმა ათეულობით მოქალაქესთან გააფორმა მოჩვენებითი ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დაზარალებულებისგან 60 000 ლარი მიიღო, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და ქვეყანა დატოვა.


საგამოძიებო ორგანოს მიერ გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისად, დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.


ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
 

ახალი ამბები

bottom of page