top of page
Untitled-1.webp

რუსეთის ელჩი აშშ-ში 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

11 minutes ago
1 min read

რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში ალექსანდრე დარჩიევი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.


„ის იყო უმაღლესი პროფესიონალი, ბრწყინვალე ამერიკანისტი. ალექსანდრე დარჩიევი რუსეთის საგარეო პოლოტიკის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო მიმართულებაზე მუშაობდა“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. დარჩიევის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.


ალექსანდრე დარჩიევი დიპლომატიურ სამსახურში 1992 წლიდან იყო. 2005-2010 წლებში ის აშშ-ში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, ხოლო 2014-2020 წლებში იყო რუსეთის ელჩი კანადაში. 2025 წელს დარჩიევი სტამბოლში აშშ-სთან მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. იმავე წლის მარტში ის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად დაინიშნა.

 
 

ახალი ამბები

bottom of page