top of page
Untitled-1.webp

ცნობილი ხდება ნათია ჯანაშიას სახლების, ბინებისა და საინვესტიციო მიწების ადგილმდებარეობა - როგორ ნაწილდება 80 მილიონიანი ქონება

4 hours ago
1 min read

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას აქტივები 80 მილიონ ლარს სცდება და მან მათი დაგროვება 2019 წლის შემდგომ პერიოდში მოახერხა - მას შემდეგ, რაც “აკადემიის” 70% წილი ინვესტორზე გაასხვისა და ამაში ქმართან, დავით ცეცხლაძესთან ერთად 29 მილიონ 300 ათასი ლარი მიიღო.


მისი აქტივების შემადგენელი უძრავი ქონების დიდი ნაწილი ფეშენებელურია და განთავსებულია როგორც დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში, ისე საქართველოს გამორჩეულ სარეკრეაციო კურორტებზე.


უფრო დეტალურად კი ნათია ჯანაშიას უძრავი ქონებების ლოკაციები ასე გამოიყურება:


• 3 820 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელი სასახლე ლისის ტბის მიმდებარედ, ე.წ. მილიონერების უბანში, მაგნოლიას ქუჩაზე არის განთავსებული და მისი საბაზრო ღირებულება - 20 მილიონ ლარს აღემატება.


სასახლე, გარდა გრანდიოზული მოცულობისა, იმითაც არის გამორჩეული, რომ საძინებელ (7 საძინებელი) და სასადილო ბლოკებთან ერთად, ერთ სივრცეში აერთიანებს მინიფეხბურთის სტანდარტულ დახურულ მოედანს, 20 ადამიანზე გათვლილ კინოთეატრს, ღია და დახურულ აუზებს, სპა და ფიტნეს კომპლექსს და ბოულინგის დარბაზსაც კი.


• 1677 კვ.მეტრ მიწაზე განთავსებული 297,6 კვ.მეტრის ფართობის ექსკლუზიური ვილა „ამბასადორი კაჭრეთში“ - მისი საბაზრო ღირებულება, სულ მცირე, 5 მილიონი ლარია). ვილა იმით არის გამორჩეული, რომ სხვა მიმდებარე ვილებისგან განსხვავებით, გაცილებით დიდ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და საკუთრივ კომპლექსის შუაგულში, ღია და დახურული აუზების მიმდებარედაა.


• თბილისში, ბზის ქუჩაზე მდებარე 207 კვ.მ -ის ფართობის ბინა - საბაზრო ღირებულებით - 1 მილიონი ლარი;


• თბილისში, ასათიანის ქუჩაზე (#10) მშენებარე 126 კვ.მ -ის ფართობის ბინა - საბაზრო ღირებულება - 600 000 ლარი;


• 4 000 კვ. მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ, რომლის საბაზრო ღირებულებაც, ყველაზე მოკრძალებული გათვლებით, 3 მილიონი ლარია.


შესაბამისად, როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას მთლიანი აქტივებიდან, მინიმუმ 30 მილიონ ლარს მხოლოდ უძრავ ქონებებში ინვესტირებული რესურსი შეადგენს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page