top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას უთვალავი ქონება დაითვალეს - 1 გრანდიოზული სასახლე, 1 სუპერ ვილა, რამდენიმე ბინა პრესტიჟულ უბნებში და უზარმაზარი მიწა ლისის ტბასთან

4 minutes ago
2 min read

ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” 30%-ის მქონე პარტნიორია. მის მიმართ საჯარო ინტერესე მას შემდეგ გაჩნდა, რაც დავა წამოიწყო ინვესტორთან, რომელიც ამავე აკადემიის 70%-ს ფლობს და რომელმაც ამ წილში მას და მის ქმარს, დავით ცეცხლაძეს, 2019 წელს, არც მეტი, არც ნაკლები - 29 მილიონ 300 ათასი ლარი გადაუხადა.


როგორც ირკვევა, სწორედ 2019 წლის შემდეგ პერიოდი აღმოჩნდა ნათია ჯანაშიასთვის ზღაპრულად უხვი და შემოსავლიანი.


საზოგადოებრივმა მონიტორებმა ამ პერიოდის შემდეგ მის მიერ შეძენილი ქონებები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ნათია ჯანაშია საქართველოში ფლობს ჯამში 30 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ ქონებას.


ეს უძრავი ქონებებია: 3 820 კვადრატული მეტრის ფართობის გრანდიოზული სასახლე ლისზე; 1700 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 300 კვადრატულიანი სუპერ ვილა “ამბასადორი კაჭრეთში”; უზარმაზარი მიწა ლისის ტბასთან და კიდევ რამდენიმე ბინა დედაქალაქის პრესტიჟულ უბნებში.


უფრო დეტალურად კი ნათია ჯანაშიას უძრავი ქონებები ასე გამოიყურება: 3 820 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელი სასახლე ლისის ტბის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 20 მილიონი ლარი); 1677 კვ.მეტრ მიწაზე განთავსებული 297,6 კვ.მეტრის ფართობის ექსკლუზიური ვილა „ამბასადორი კაჭრეთში“ (საბაზრო ღირებულება - 5 მილიონი ლარი); თბილისში, ბზის ქუჩაზე მდებარე 207 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 1 მილიონი ლარი); თბილისში, ასათიანის ქუჩაზე (#10) მშენებარე 126 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 600 000 ლარი) და უზარმაზარი - 4 000 კვ. მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლისის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 3 მილიონი ლარი).


ყველა ეს ქონება ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის სახელზეა გაფორმებული. 2019 წლამდე პერიოდამდე კი, დავით ცეცხლაძე მხოლოდ ერთ - 56.77 კვადრატულ მეტრიან ბინას ფლობდა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე...


როგორც არ უნდა შეხედო, ფაქტია - ნათია ჯანაშიამ (მისმა ოჯახმა) ეს არნახული მოცულობის უძრავი ქონება საქართველოში სწორედ მას შემდეგ შეიძინა, რაც „ბრიტანულ-ქათულ აკადემიაში“ ინვესტორი შევიდა.


უძრავი ქონებები, - ქონებებად - თუმცა, ამ ფონზე არც ისაა გადასავიწყებელი, რომ მთლიანობაში, ნათია ჯანაშიას აქტივები, ჯამურად, უკვე გადასცდა 80 მილიონ ლარს და ამ მონაცემებით და ამ ტემპით ის ალბათ მალევე შეაბიჯებს ქართველ მილიონერთა შერეული სიის პირველ ასეულში. შერეულ სიას ვამბობთ, თორემ ქართველ მილიონერ ქალთა პირველ ათეულში ადგილი, ნათია ჯანაშიას, უკვე კარგა ხანია დამკვიდრებული აქვს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page