top of page
Untitled-1.webp

რატომ ღირს ნათია ჯანაშიას მაგნოლიას სასახლე 20 მილიონი და ამბასადორის ვილა 5 მილიონი

11 minutes ago
2 min read

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, “ბრიტანულ - ქართული აკადემიის” მინორიტარმა აქციონერმა (30%), ნათია ჯანაშიამ კომპანიის ” 70%-იანი წილი 29 მილიონ 300 ათას ლარად ინვესტორზე გაასხვისა, მისი პირადი აქტივები განუხრელად იზრდება. ეს განაპირობა “აკადემიაში” მაღალრეპუტაციული ინვესტორის შესვლამ და შესაბამისად, “აკადემიის” ფინანსური მაჩვენებლების, წლითი-წლობით, მკვეთრად გაუმჯობესების ტენდენციამ.


გარდა წილში მიღებული კოლოსალური თანხისა, მისი აქტივები ასევე გაზარდა, ინვესტორისვე გადაწყვეტილებით, “აკადემიის” მენეჯმენტში მისი და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის დასაქმებამ და ამაში 5 წლის განმავლობაში, წლიურად გადახდილმა ხელფასმა 1 000 000 ლარის ოდენობით. ანუ, ჯამში ცოლ-ქმარმა ხელფასად 5 მილიონი ლარი მიიღო. კიდევ სხვა საქმეა ამავე პერიოდში საკუთარი საჭიროებებისთვის “აკადემიის” რესურსიდან “გადაქაჩული” 2 მილიონ ლარზე მეტის რესურსი და ასევე შესაძლო მიტაცებულ/გაფლანგული 4 მილიონ აშშ დოლარამდე რესურსი, რომლის თაობაზეც გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწრმოებს.


როგორც ირკვევა, ამავე წლებში ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ საკუთარი აქტივები უძრავ ქონებაში ინვესტირების გზითაც გაამრავლეს. - გავრცელებული დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მათ საკუთრებაშია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ე.წ. მილიონერების უბანში განთავსებული 3 820 კვადრატულ მეტრიანი სასახლე, რომელიც 20 მილიონ ლარად არის შეფასებული და “ამბასადორი კაჭრეთის” კომპლექსში არსებული ექსკლუზიური ვილა, რომლის ღირებულებაც 5 მილიონ ლარს აღემატება.


როგორც აღინიშნა, თბილისურ გრანდიოზულ სასახლეს, რომელიც თავისი მოცულობით 5-ჯერ აჭარბებს ერეკლე მეორეს თელავურ სასახლეს, ჯამბაკურ-ორბელიანის ციხე-სასახლეს, დადიანების ზუგდიდურ ცნობილ სასახლესაც და ავლაბრის ცერემონიების სასახლის (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მთავარ შენობასაც კი, უძრავი ქონების სპეციალისტები მინიმუმ 20 მილიონ ლარად აფასებენ.


ეს ფასი გამომდინარეობს იქედან, რომ სპეციალისტთა ანალიზის თანახმად, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს კიდევ სხვა ანალოგიური საცხოვრებელი ფართი, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება: ბოულინგის დარბაზი, სტანდარტული ზომის დახურული მინიფეხბურთის მოედანი და 20 ადამიანზე გათვლილი, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი კინოთეატრი.


აღარაფერს ვამბობთ სასახლის დანარჩენი ინფრასტრუქტურის ფეშენებელურობაზე, რაც გამოიხატება დახურულ და ღია აუზებში, სპა-სივრცესა და იქვე განთავსებულ მასაჟის ოთახებში, ბარსა და სტილისტისთვის გამოყოფილი ვრცელ სივრცეში, შინაური ცხოველების ოთახში, ჩაის ლაუნჯსა და აკვადისკოთეკაში, ასევე - აუზის ვერანდაზე დამოუკიდელი გასასვლელის მქონე 7 საძინებელში, სადაც თითოეულს საკუთარი საგარდერობე და სველი წერტილი გააჩნია.


ამ ყველაფრის შექმნა, სპეციალისტების აზრით, ოჯახურ წყვილს სულ მცირე 4 000 000 აშშ დოლარი დაუჯდებოდა. მისი გასხვისების შემთხვევაში კი, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე თითქმის ორმაგ შემოსავალს - 20 000 000 ლარს მიიღებენ.


რაც შეეხება “ამბასადორი კაჭრეთის” ექსკლუზიურ ვილას, მისი ფასი 5 მილიონი ლარი მაინცაა.


ზოგადად, კაჭრეთის ვილებში კვადრატულის ფასი – $3500-დან იწყება. მისი შემდგომი ზრდა დამოკიდებულია კომპლექსის ლანდშაფტში საკუთრივ ვილის ლოკაციაზე, მიწის ნაკვეთის სიდიდეზე და როგორც ეზო-მიდამოს, ისე ნაგებობის მოპირკეთებისა და კეთილმოწყობის ხარისხზე.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით (ექსკლუზიური ვილა 1 677 კვადრატულ მეტრის მიწის ფართობზეა განთავსებული. ნაგებობის ფართი კი 297,6 კვადრატული მეტრია), ნათია ჯანაშიას ვილის შემთხვევაში, მისი საბაზრო ფასი კვადრატულთან მიმართებით $ 4 000-ს სცდება და შესაბამისად, მთლიანი ღირებულება 5 მილიონ ლარს აჭარბებს.


 
 

ახალი ამბები

bottom of page