top of page
Untitled-1.webp

ვის ანგარიშზე წავა ფული ნათია ჯანაშიას 20 მილიონიანი სასახლის გაყიდვის შემდეგ

3 minutes ago
2 min read

ნათია ჯანაშიას “მაგნოლიას” 20 მილიონიანი სასახლით უცხოელების, უპირატესად არაბებისა და ირანელების დაინტერესების შესახებ სულ უფრო მეტი საუბარი ისმის. ბუნებრივიციაა - “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%) კუთვნილი ეს გამორჩეულად მასშტაბური სასახლე თბილისში პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების შესყიდვით დაინტერესებული ჯგუფების თვალთახედვის არეში მაშინვე მოექცა, როგორც კი მის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.


როგორც ირკვევა, განსაკუთრებულ ინტერესს ირანული ჯგუფი იჩენს, რომელსაც სასახლე მულტიფუნქციურ კომპლექსად წარმოუდგენია, სადაც საცხოვრებელთან ერთად საოფისე სივრცეც იქნება წარმოდგენილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ სასახლის ფართი 3 820 კვადრატული მეტრია, ირანელები, სასახლის შესყიდვის შემთხვევაში, მის სათანადოდ გადაკეთებას იოლად შეძლებენ.


სახელდება შესაძლო გარიგების სავარაუდო ფასიც. ეს 23 მილიონ 900 ათასი ლარია.


საინტერესოა, ვის ანგარიშზე წავა ფული ნათია ჯანაშიას კუთვნილი (და მის ქმარზე, დავით ცეცხლაძეზე გაფორმებული) “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლის გაყიდვის შემთხევაში.


თუ გავითვალისწინებთ აქამდე არსებულ პრაქტიკას, როცა ნათია ჯანაშიამ 2019 წელს ინვესტორს “აკადემიის” 70% წილი 29 მილიონ 300 ათას ლარად მიჰყიდა, - მაშინ ეს თანხა ზუსტად ორ ნაწილად გაიყო და სათითაოდ ჩაერიცხა ნათია ჯანაშიას და მის ქმარს, დავით ცეცხლაძეს.


სავარაუდოდ, ასევე მოხდება “მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლის გასხვისების შემთხვევაში და ისინი სათითაოდ, მინიმუმ 10-10 მილიონ ლარს მიიღებენ.


საკუთრივ ლისის ტბის მიმდებარედ აგებულ სასახლეს რაც შეეხება, გაგახსენებთ, იგი რამდენიმე შენობა-ნაგებობისგან შედგება. მათი ნაწილი მიწისქვეშ არის განლაგებული. სასახლის მთავარი თავისებურება ის არის, რომ მისი მინიფეხბურთის მოედანი შენობაშია მოქცეული. მოედნის სიგრძე 21 მეტრია, სიგანე 14 მეტრი. ეს ზომები დასაშვებია ფუტსალის არასაერთაშორისო მატჩებისთვის და ადგილობრივი ჩემპიონატებისთვის.


სასახლე, სადაც მინიფეხბურთის სტანდარტულ მოედანთან ერთად ბოულინგის დარბაზი და კავეას სტილის, 20 პერსონაზე გათვლილი კინოთეატრიც კი არის განთავსებული, თავისი მოცულობით 5-ჯერ აჭარბებს ერეკლე მეორეს თელავურ სასახლეს, ჯამბაკურ-ორბელიანის ციხე-სასახლეს, დადიანების ზუგდიდურ ცნობილ სასახლესაც და ავლაბრის ცერემონიების სასახლის (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) მთავარ შენობასაც კი და ამ მოცულობის ფართში თავისუფლად თავსდება საშუალო თბილისური 40 ოჯახის, მაგალითად, 100 კვადრატულ მეტრიანი ბინა.


სასახლის დანარჩენი ინფრასტრუქტურა ტრადიციულია. კერძოდ, ათამდე საძინებელი, - თითოეული საკუთარი საგარდერობე და სააბაზანო სივრცეებით, ასევე საკუთარი ვერანდებით, საიდანაც თითოეულს დამოუკიდებელი გასასვლელი აქვს ღია აუზზე; დახურული და ღია აუზები; სპა-სივრცე მასაჟის ოთახებით; მოცულობითი კვების ბლოკი ორი სამზარეულოთი და ვრცელი სასადილო სივრცით; ბარი და სტილისტისთვის გამოყოფილი სივრცე და სხვა. თუმცა, სასახლეში არის გამორჩეული და არასტანდარტული ზონებიც. მაგალითად - შინაური ცხოველების ოთახი, ჩაის ლაუნჯი და აკვადისკოთეკა.


 
 

ახალი ამბები

bottom of page