top of page
Untitled-1.webp

შიდა ქართლის პოლიციამ 100 კილოგრამამდე კანაფი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

2 minutes ago
1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირება-მოყვანა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.


პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.


გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


 
 

ახალი ამბები

bottom of page