ნათია ჯანაშიას გადამალულ ქონებას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ

“ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას აქტივების, კერძოდ კი მისი უძრავი ქონებების მოცულობის შესახებ, საზოგადოებისთვის ცნობილი ახლახანს გახდა. ნათია ჯანაშიას მიერ დაგროვებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ლარს აღწევს. ეს ქონება დაგროვებას იწყებს 2019 წლიდან მოყოლებული, ანუ იმ პერიოდიდან, როცა “აკადემიაში” ინვესტორი შევიდა და მას და მის ქმარს 70% წილში 29 მილიონ 300 ათასი ლარი გადაუხადა.
კერძოდ, საუბარია ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის სახელზე რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ აქტივებზე:
3 820 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელი სასახლე ლისის ტბის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 20 მილიონი ლარი);
1677 კვ.მეტრ მიწაზე განთავსებული 297,6 კვ.მეტრის ფართობის ექსკლუზიური ვილა
„ამბასადორი კაჭრეთში“ (საბაზრო ღირებულება - 5 მილიონი ლარი);
თბილისში, ბზის ქუჩაზე მდებარე 207 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 1 მილიონი ლარი);
თბილისში, ასათიანის ქუჩაზე (#10) მშენებარე 126 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 600 000 ლარი)
4 000 კვ. მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლისის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 3 მილიონი ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2019 წლამდე, დავით ცეცხლაძე მხოლოდ ერთი - თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე 56.77 კვადრატულ მეტრიანი ბინის მეპატრონე იყო.
ნათია ჯანაშიას მიერ აუარებელი უძრავი ქონების ფლობის შესახებ გავრცელებულ უტყუარ ინფორმაციას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან, კომენტარები, ძირითა შემთხვევებში, ნეგატიური ხასიათისაა.
მაგალითად, ფეისბუქმომხმარებელი წერს:
„ამ ქალმა დაიპყრო საქართველო და ახლა გამოიღვიძა მთავრობამ?! ტყუილია ეს ამბავი! ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ძაღლი- ძაღლის ტყავს არ დახევსო! - ნათქვამია! ერთხანს აგროვებინა, მოვიდა დრო და - დახია! მთელი საქართველოს საგარეო ვალით აღებული ფული - რამდენიმე ათეული ადეთი ფსევდო-ქართველის ჯიბეშია დალექილი! ფსევდო და არაქართველია ყველა ადამიანი, რომელიც მშიერი ბავშვების ლუკმის ფასად მდიდრდება“!!!
კიდევ უფრო მზაფრად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას სხვა მომხმარებელი:
„ოხრად უნდა დარჩეს მთელი ეს ქონება. ამდენი მოშიმშილე ბავშვები, ოჯახები და გადახვეწილი ქართველი ქალები, უდედოდ დარჩენილი ბავშვები და უპატრონო მოხუცები და ამას ამდენი ფული და ქონება რა ოხრად უნდა. ყველა ასე ერთნაირად ფულის ღორები როგორ არიან? ამ პაწაწინა საქართველოში ყველა მილიონერმა და მილიარდერმა, თითო მილიონი რომ მოიკლოს, და უსახლკაროებისთვის უქონლებისთვის, ღარიბებისთვის ააშენოს სახლები, ამ პაწია ქვეყანაში ხომ აღარ იქნება უსახლკარო ადამიანი? ეს ფული ხომ თვითოეულ მათგანს, მოპარული და ქვეყნის ძარცვა-გლეჯით აქვთ ნაშოვნი“?!
არც ირონია ნარევი კომენტარების ნაკლებობაა. მაგალითად ასეთის - „რა შემოსავლებით 80 მილიონი. მალადეც. ქალი კი არა, ლომი ყოფილა, მეფეთმეფე“.
ან ასეთების:
„აბა ეკონომიკური აღმავლობა ვიღაცეებთან მაინც ხომ უნდა ჩანდეს“;
„ეტყობა, ყოფილი თავადაზნაურთა შვილია და“...
„ქალი ეგ ყოფილა, ასეთ გაღატაკებულ ქვეყანაში ამდენი ქონება დააგროვა, - აფერუმ დედაკაცო“;
„ეს დერბენდიდან დარუბანდამდე სახლი რა გაუმაძღრობაა“...
„მზის პანელები რად უნდა, დენზე გადასახადის ეკონომიას აკეთებს, თუ გლობალური დათბობა უკლავს გულს“;
„კიდევ მეტი უნდა ჰქოდეს, ეგ რა არის... მიდი, მიდი... - ბიუჯეტის დედაც“;
„ეს ერთია და სხვა მრავალი.ნეტავ ხელფასით შეიძინა თუ პენსიით არამი ლუკმა არავის შერჩება. ქარის მოტანილს, ისევ ქარი წაიღებს. სად უნდა წაიღოს ამდენი ქონება, როცა ბოლო ორი მეტრი მიწაა. სიკეთე უნდა აკეთო, რომ ასეთი სასახლეები და ბინები იქ დაგხვდეს სამუდამო საცხოვრებელში. რამდენს შია და ჭერი ენატრება თავზე ხალხო სიკეთე თესეთ, რომ იგივე მოიმკათ“;
„უნდა ჩამოართვან და უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს გადასცდენ“...
და ასე შემდეგ... დაუსრულებლად.
ერთი სიტყვით, - ნათია ჯანაშიას მიერ 30 მილიონიანი უძრავი ქონების ფლობის ფაქტმა საზოგადოების აშკარად გაღიზიანება გამოიწვია.
ფეისბუქ გამოხმაურებებში აშკარად იკითხება, რომ საზოგადოებას ეჭვი ეპარება, რამდენად სამართლიანად და კანონიერად აქვს დაგროვილი ნათია ჯანაშიას აღნიშნული ქონებები.















