ტარიელ კაკაბაძის მორიგი ტყუილი - ნათია ჯანაშიას სტრასბურგში სარჩელი ისევ არ შეუტანია

„ბრიტანულ ქართული აკადემიის” მინორიტარი პარტნიორის (30%) ნათია ჯანაშიას ინტერესებს, საქართველოს სასამართლოებში და საგამოძიებო ორგანოებში, რამდენიმე ადვოკატი იცავს. მათ შორისაა, სხვა და სხვა გახმაურებულ და აჟიოტაჟურ საქმესთან დაკავშირებული ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.
საზოგადოებას ემახსოვრება რომ ნათია ჯანაშიას ინტერესების დაცვისას, ტარიელ კაკაბაძემ ამ რამდენიმე თვის წინ, როგორც ჩანს, ადვოკატურის პრაქტიკაში სრულიად ახალ ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი, როცა გამოძიების ეტაპზევე, დაცვის მხარის, ანუ ამ შემთხვევაში, ნათია ჯანაშიას პოზიციიდან განაცხადა, ის აუცილებლად მიმართავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს…
საუბარია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე (საქმე#092060925001), რომელიც მიმდინარეობს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ (“ბრიტანულ-ქართული აკადემიის მაჟორიტარი პარტნიორი - 70%) საჩივრის საფუძველზე და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის“ კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება–გაფლანგვის ფაქტს იძიებს. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს).
და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით იცავს ტარიელ კაკაბაძე ნათია ჯანაშიას ინტერესებს და სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის აუცილებლად იჩივლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში…
რომ იჩივლოს, საჩივარი ხომ უნდა შეიტანოს - სტრასბურგში რომ საჩივარი შეიტანოს, საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ყველა შესაძლებლობა ამოწურული ხომ უნდა ჰქონდეს…
ამოწურული კი არა და ამ კონკრეტულ საქმესთან დაკაშირებით, ფაქტია, მხოლოდ საქმის ნომერი არსებობს, თორემ სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია დღემდე არ გაუსაჯაროებით მხარეებს.
სავარაუდოდ, არც დაძრულა გამოძიება მკვდარი წერტილიდან და ამიტომ.
აბა, რას ჩივის, რატომ ჩივის და სად ჩივის ტარიელ
კაკაბაძე… რთული სათქმელია…
ფაქტია, არანაირი სარჩელი, არანაირი საჩივარი - ნათია ჯანაშიასი სტრასბურგსა შინა, ბუნებაში არ არსებობს(საქმის წარმოების ამ ეტაპზე, ვერც იარსებებს). ასე რომ მისი ადვოკატის აღნიშნული განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ერთგვარი პიარული ტრიუკი, რომელმაც არ იმუშავა (ან კი როგორ უნდა ემუშავა).
კიდევ უფრო ზუსტად რომ დეფინირდეს ეს ამბავი - ესაა ტყული.
ტყუილია, რადგან ადვოკატი მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ მისი მხარე აუცილებლად შეიტანდა სარჩელს სტრასბურგში, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. დასანანი ის არის, რომ ამას როცა ამბობდა, ყველაზე უკეთ თავად იცოდა, რომ ხილულ მომავალში, ვერანაირი სარჩელის სტრასბურგში წარდგენას ვერშეძლებდა.
უბრალოდ, როგორც ჩანს, ნათია ჯანაშიას “პიარსტრატეგიას” დასჭირდა მსგავსი ნარატივი, რომ საკითხი გაებუქებინა და “დაემძიმებინა” და მანაც შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხათრით თუ იძულებით, უბრალოდ იცრუა საზოგადოების წინაშე.
ახლა, მეტი სერიოზულობით რომ შევხედოთ ამ ამბავს, გამოიკვეთება, რომ ნათია ჯანაშიას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სიტყვებით ჟონგლირებას ცდილობდა და დროში და სივრცეში გულზე მჯიღების ცემით სურდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თორემ - რა დროს სტრასბურგია… ან რატომ ჰგონია, რომ მისი საქმე აუცილებლად ისე განვითარდება, რომ თუნდაც საქართველოს სამართლებრივ სივრცეში ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ სტრასბურგისადმი მიმართვა გარდუვალი იქნება.
ესე იგი, იკვეთება, რომ ნათია ჯანაშიას და მის ადვოკატს ამთავითვე აქვთ განცდა, რომ მას მერე, რაცამ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს და ქართულ სასამართლო სისტემას საკუთარ ვერდიქტს გადასცემს, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის მიერ 5 წლის განმავლობაში ჩადენილი “საქმენი საგმირონი” იმდენად ნათელი იქნება, რომ მათ ბრალეულობაში დასარწმუნებლად კითხვები საზოგადოებს უბრალოდ აღარ დარჩება…
ასეა, თუ ისე - ფაქტია, რომ დრო გადის და ტარიელ კაკაბაძის დანაქადნები - რომ სტრასბურგში შეაქვს სარჩელი, საპნის ბუშტად რჩება და არანაირი სარჩელი, არანაირი საჩივარი სტრასბურგისადმი მიმართული, უბრალოდ არ არსებობს…















