ნათია ჯანაშიას კოლოსალური ქონება - როგორ დააგროვა 60 მილიონი
- 3 days ago
- 2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორისა და მინორიტარი პარტნიორის, ნათია ჯანაშიას ასტრონომიული ქონება დაგროვებას მას შემდეგ იწყებს, რაც 2019 წლის მსხვილი გარიგების შედეგად, ინვესტორმა აკადემიის 70-პროცენტიანი წილი შეიძინა.
სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის ანგარიშებზე ერთ საბანკო დღეში 29.3 მილიონი ლარი გაჩნდა.
მოგვიანებით, ჯანაშია ირწმუნებოდა, თითქოს ეს თანხა სრულად ისევ სკოლის განვითარებას მოახმარა, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არსად წარმოუდგენია. სამაგიეროდ, უტყუარ ფაქტად რჩება პირადი ანგარიშების 29 მილიონზე მეტით შევსება. უნდა ითქვას, რომ ეს გარემოება, თავად ნათია ჯანაშიასაც არასდროს უარუყვია.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ინვესტორის მიერ ნდობაგამოცხადებული და აკადემიის მართვის სადავეებთან კონტროლის გარეშე დარჩენილი ცოლ-ქმარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ, შეიძლება პირდაპირ ითქვას, კოლოსალურ სახელფასო ანაზღაურებას იღებენ - წლიურად 1,000,000 ლარს. ჯამში, ეს, 5-წლიან პერიოდში, 5 000 000 ლარს აღწევს.
ფინანსების დაგროვებისკენ ნათია ჯანაშიას დაუოკებელი სწრაფვა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება, როცა იცი, რომ მისი მენეჯმენტის პერიოდში გაუჩინარებულია 4 მილიონი აშშ დოლარი. ამას უნდა დავუმატოთ ის 666,666 ლარიც, რომელიც ნათია ჯანაშიამ საკუთარ თავსა და მეუღლეს, მას შემდეგ, იმ 9 თვიან პერიოდში დაურიცხა, როცა ინვესტორმა ოფიციალურად აცნობა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
ეს ფაქტაჟი და ქრონოლოგია კარგად აჩვენებს, თუ რაზე დგას ნათია ჯანაშიას მთავარი პრიორიტეტები.
აბსურდადაც ძნელი აღიქვა მისი მცდელობა, როცა საზოგადოების გულის მოგებას ლამობს და ამბობს, რომ 4 მილიონი დოლარი კი არ მიუთვისებია ქმართან ერთად, არამედ ეს თანხა ახალი კამპუსის მშენებლობის პროცესში უკეთესი მასალების შეძენას და გამოყენებას მოხმარდა. სიმართლე კი ისაა, რომ მშენებლობა სწორედ ცოლ-ქმრის მიერ დაგეგმილი ბიუჯეტით მიმდინარეობდა. ეს პროცესი დროშიც ძალიან გაიწელა და თან 3-ჯერ გაძვირდა თავდაპირველად გაწერილ ხარჯთაღრიცხვასთან შედარებით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც ნათია ჯანაშიას ქონების ზრდას შეუწყო ხელი, ესაა ის, რომ იგი რჩება აკადემიის 30-პროცენტიანი წილის მფლობელად. ეს კი ნიშნავს, რომ ის სრულად სარგებლობს ინვესტორის მიერ მოტანილი შედეგებით. კერძოდ, იმით, რომ 2019–2025 წლებში, ახალი მენეჯმენტის პირობებში, აკადემიამ 29.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა და კომპანიის საკუთარი კაპიტალი უარყოფითი მაჩვენებლიდან რამდენიმე ათეულ მილიონამდე გაიზარდა. ანუ, აკადემიის საბაზრო ღირებულების ამგვარმა მკვეთრმა ნახტომმა ავტომატურად გაზარდა ჯანაშიას ხელთ არსებული 30%-ის ფასიც.
აი ასე დაგროვდა ნათია ჯანაშიას ქონება და ასე იქცა იგი ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად, რომლის აქტივების ჯამური ღირებულებაც ამჟამად 60 მილიონ ლარს აჭარბებს და პერსპექტივაში, მოკლე ხანში, 70 მილიონიან ნიშნულსაც გადაახტება.















