ნათია ჯანაშიამ საბოტაჟით ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკვე კარგა ხანია გასცდა ჩვეულებრივი ბიზნეს-დავის ჩარჩოებს.
პროცესმა ღია საბოტაჟის სახე მიიღო, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ქვეყნის ეკონომიკური საყრდენებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ.
“აკდემიის” მინორიტარი პარტნიორის (30%) , ნათია ჯანაშიას ნაბიჯები გარდაიქმნა ფართომასშტაბიან, მიზანმიმართულ დესტრუქციად, რომლის ფარული ჩანაფიქრიც სახელმწიფო ინსტიტუტების რყევა და ქვეყნის ინტერესების დაზიანებაა.
ადგილობრივ ასპარეზზე ნათია ჯანაშია და მისი ქმარი საჯარო უწყებების იმიჯის შელახვით არიან დაკავებულნი. მათ პრეტენზიების უწყვეტი ტალღა აქვთ მიმართული ეროვნული ბანკის, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ის, პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრისკენ, ხოლო უწყებების ნაწილს სამართლებრივი დევნითაც ემუქრებიან.
კიდევ უფრო ხისტი, აგრესიული და საბოტაჟის აშკარა ნიშნების შემცველი აღმოჩნდა ცოლ-ქმარის მიერ ინგლისის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის შიანაარსი.
იმისათვის, რომ ლონდონის სასამართლოს საქმე განსახილველად მიეღო, მათ საქართველოს სახელმწიფო წარმოაჩინეს, როგორც რუსული ვექტორის მქონე, კორუმპირებული და ოლიგარქიული მმართველი რგოლი, სადაც სამართლიან მართლმსაჯულებაზე წვდომა შეუძლებელია.
თუმცა, ბრიტანეთში გამართულმა პირველსავე მოსამზადებელმა პროცესმა ცხადყო, რომ მოსარჩელე მხარეს ამ ყველაფრის იურიდიული დასაბუთება, უბრალოდ, საერთოდ არ გააჩნია.
მოსამართლემ არ გაიზიარა არგუმენტები ინვესტორი კომპანიისა და მისი მენეჯმენტის სავარაუდო გავლენებთან დაკავშირებით.
ამასთან, დაკმაყოფილდა ნათია ჯანაშიას მხოლოდ ერთი შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მის მიერ დაქირავებულ ექსპერტს ბრიტანული მართლმსაჯულებისთვის უტყუარად მოუწევს იმის დამტკიცება, თითქოს ქართული მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად გახრწნილია.
ამ სვლებით ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ პროცესს ყოველგვარი ბიზნეს-შინაარსი გამოაცალეს და დავის ბედი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების სრულ კორუმპირებულობაზე ააგეს - პირობაზე, რომლის დამტკიცებაც, მისი აბსურდულობიდან და სიყალბიდან გამომდიანრე, პრაქტიკულად შეუძლებელია.
უცხოურ მედიაში დაფინანსებული დეზინფორმაციული კამპანიების ჩაფლავების შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურების მუდმივი ლანძღვა და კერძო კონფლიქტის საზოგადოებრივ ნდობასა თუ ფინანსურ სტაბილურობაზე გადატანა უკიდურესად ამორალური ნაბიჯია.
ნათია ჯანაშიას მიერ გამოცხადებული საბოტაჟის ქრონიკის კიდევ სხვა ხაზია საზოგადოებისკენ მიმართული მოწოდებები - ბოიკოტი გამოუცხადონ 5 მილიარდ ლარზე მეტი კაპიტალიზაციის მქონე კორპორაციას, რომელიც საქართველოს მშპ-ის 4%-ზე მეტს აგენერირებს და ათობით ათას მოქალაქეს ასაქმებს საბანკო, სადაზღვევო, ენერგეტიკულ თუ საგანმანათლებლო სფეროებში - პირდაპირი დარტყმაა ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.
როდესაც ფაქტობრივი და იურიდიული რესურსი ამოწურულია, იწყება აგონია, ინსტიტუციური თავდასხმები და შანტაჟზე დამყარებული ტაქტიკა.
თუმცა, კანონგარეშე მეთოდებით, ინსტიტუტების დისკრედიტაციითა და ეკონომიკური საბოტაჟით სახელმწიფოსა და კანონიერ ბიზნესთან ბრძოლა ყოველთვის მარცხით სრულდება.
ცხადია, ეს დესტრუქციული მცდელობები, საბოლოო ჯამში, ბუმერანგივით მძიმედ დაუბრუნდება ნათია ჯანაშიას, რომელმაც ტავისივე საბოტაჟური ნაბიჯებიდან გამომდინარე, ყველა წითელი ხაზი გადალახა. მისი არაარგუმენტირებული, ვიწრო მერკანტილური ინტერესების გამო ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შეექმნა საფრთხე.















