top of page
Untitled-1.webp

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

  • 1 day ago
  • 1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის, 4 პისტოლეტი, რევოლვერი, მჭიდები და 265 ვაზნა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 
 

ახალი ამბები

bottom of page