top of page
Untitled-1.webp

„მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს“ - პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2 hours ago
1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო და მას გათბობის სიტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხვინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.


პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
 

ახალი ამბები

bottom of page