სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 ავტომატი, 5
პისტოლეტი, მჭიდები და ათეულობით საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.















