ნათია ჯანაშიას მაგნოლიას გრანდიოზული სასახლე დადიანების სასახლეზე დიდია

როგორც გაირკვა, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე, თბილისის ვილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მდიდრულია.
უფრო მეტიც, ის სიდიდით, გრანდიოზულობით, მასშტაბურობით, ისეთ ისტორიულ სასახლეებსაც აღემატება, როგორებიცაა, ერეკლე II-ის ცნობილი თელავის სასახლე, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, გეგუთის ციხე-სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და თვით დადიანების საყოველთაო სასახლესაც კი აჯობა სიდიდით.
უფორ ზუსტად კი, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას 3 820 კვადრატულიანი სასახლე დადიანების სასახლეზე 145 კვადრატული მეტრით დიდია. დადიანების სასახლის ფართი 3 675 კვადრატული მეტრია.
ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე ბევრად აღემატება ისტორიულ ფიგურათა, მეფეთა და თავადთა სხვა სამყოფელებსაც.
მაგალითად, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლეც ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის ფონზე - სულ რაღაც 700 კვ.მეტრი.
თითქმის ორჯერ დიდია ნათია ჯანაშიას მაგნოლიას ვილა გეგუთის ციხე-სასახლესთან შედარებით, რომელიც 2000 კვ.მეტრს მოიცავს - ნათია ჯანაშიას საცხოვრისი, მოგეხსენებათ, 3 820 კვადრატული მეტრია.
ნათია ჯანაშიას ვილამ თითქმის 6-ჯერ აჯობა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლეს, რომელიც სულ რაღაც 650 კვ.მეტრს ფართობს მოიცავს.
მაგნოლიას სასახლე, თავისი ფართით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესაც ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარ შენობასაც აჭარბებს, ავლაბარში - ის მხოლოდ 3000 კვ მეტრის მოცულობისაა.
ადა მარტივ არითმეტიკას რომ მივყვეთ, მივიღებთ, რომ ნათია ჯანაშიას მაგნოლიას სასახლე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთად აღებული ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და ერეკლე II-ის თელავის სასახლე.
ასე რომ, ნათია ჯანაშია, თავისი მაგნოლიას დიდი სასახლის მოცულობით საქართველოს ისტორიაში შევიდა და ამაყად დადგა ქართველი მონარქების, მთავრების, თავადების და ერთ-ერთი პრეზიდენტის გვერდითაც კი.
ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე ლისზე, ზუსტად იმ პერიოდში აიგო (2020-2024), რა პერიოდში არსებულ 4 მილიონი აშშ დოლარის მიტაცება/გაფლანგვაზეც ედავება მას ყოფილი პარტნიორი „ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან“. ამ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.















