top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე ერეკლე მეფის სასახლეზე 5-ჯერ დიდია

1 minute ago
1 min read

ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე, თბილისის ვილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზემასშტაბური და მდიდრულია.


სასახლე თბილისში, მაგნოლიას ქუჩაზე (ყოფილი ლისის ქუჩა), ლისი ვილების ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი საცხოვრებელი ფართი 3 820 კვადრატული მეტრია - ეს წარმოუდგენლად დიდისასახლე, ჩრდილავს არათუ სხვა ქართველმულტიმილიონერთა საცხოვრებლებს, არამედბევრად აღემატება ქართველ და უცხოელ ისტორიულფიგურათა, მეფეთა და თავადთა სამყოფელებსაც.


მაგალითად, მაგნოლიას დიდი სასახლე, 5-ჯერ დიდია, ვიდრე ერეკლე II-ის ცნობილი თელავის სასახლე.


ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლეც ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის ფონზე - სულ რაღაც 700 კვ.მეტრი.


თითქმის ორჯერ დიდია ნათია ჯანაშიას მაგნოლიას ვილა გეგუთის ციხე-სასახლესთან  შედარებით, რომელიც 2000 კვ.მეტრს მოიცავს - ნათია ჯანაშიას საცხოვრისი, მოგეხსენებათ, 3 820 კვადრატული მეტრია.


ნათია ჯანაშიას ვილამ თითქმის 6-ჯერ აჯობა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლეს, რომელიც სულ რაღაც 650 კვ.მეტრს ფართობს მოიცავს.

ნათია ჯანაშიას მაგნოლიას გრანდიოზულმა სასახლემ დადიანების სასახლეს გადააჭარბა, რომელიც 3675 კვ მეტრია.


მაგნოლიას სასახლე, თავისი ფართით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესაც ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარ შენობასაც აჭარბებს, ავლაბარში - ის მხოლოდ 3000 კვ მეტრის მოცულობისაა.


ასე რომ, ნათია ჯანაშია, თავისი მაგნოლიას დიდი სასახლის მოცულობით საქართველოს ისტორიაში შევიდა და ამაყად დადგა ქართველი მონარქების, მთავრების, თავადების და ერთ-ერთი პრეზიდენტის გვერდითაც კი.


მარტივ არითმეტიკას რომ მივმართოთ, გამოდის, რომ ნათია ჯანაშიას მაგნოლიას სასახლე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთად აღებული ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და ერეკლე II-ის თელავის სასახლე.


ქართველ მეფეთა, დიდ მთავართა და თავადთაგან განსხვავებით, რომლებსაც თავიანთი საცხოვრისი მირონცხებულობით, მემკვიდრეობითა და ყმათა სამსახურით ჰქონდათ მოპოვებული, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე ლისზე, ზუსტად იმ პერიოდში აიგო (2020-2024), რა პერიოდში არსებულ 4 მილიონი აშშ დოლარის მიტაცება/გაფლანგვაზეც ედავება მას ყოფილი პარტნიორი „ბრიტანულ-ქართული აკადემიიდან“. ამ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page