top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიამ თავი გამანადაგურებელი მარცხისთვის გაწირა

2 minutes ago
2 min read


„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე გახმაურებული, მასშტაბური ბიზნესდავა კორპორაციული კონფლიქტის ჩარჩოებიდან გასულია.


იურისტების, ეკონომიკური ანალიტიკოსებისა და საგამოძიებო მასალების კომპლექსური შეფასება აჩვენებს, რომ მინორიტარი პარტნიორის (30%), ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მიერ არჩეული დესტრუქციული ტაქტიკა გარდაუვალი და გამანადგურებელი სამართლებრივი თუ რეპუტაციული კრახისთვისაა განწირული.


ინვესტორის,მაჟორიტარი პარტნიორის (70%) წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებულმა დეფამაციურმა კამპანიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, შედეგი არ გამოიღო. ინვესტორი არ დაექვემდებარა შანტაჟს და ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევის სამართლებრივი გზა აირჩია.


ამ გზაზე ინვესტორის მხარეს არის არგუმენტები, - რიცხვები, დაცული პირობები, დაცული ვადები და ა.შ. მინორიტარის მხარეს კი არის მხოლოდ უაპელაციო და შეურაცხმყოფელი განცხადებები.


იკვეთება მინორიტარი პარტნიორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნებიც - კერძოდ, „დიდ ოთხეულში“ შემავალი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნითა და საგამოძიებო მასალებით დასტურდება ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მმართველობისას “აკადემიიდან” 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შესაძლო მითვისება/გაფლანგვის ფაქტი.


სადაოდაა ასევე ქცეული ნათია ჯანაშიას მიერ, მისი, პრაქტიკულად უკანონო დირექტორობის პერიოდში (მას შემდეგ, რაც ის 5 წლიანი დირექტორობის შემდეგ, მაჟორიტარმა გააფრთხილა, რომ მენეჯმენტ -კონტრაქტს აღარ გაუგრძელებდა) საკუთარი თავისა და ქმრის ანგარიშებზე, ხელფასებისა და დანამატების სახით ჩარიცხული 666 666 ლარი.


სადაოა “აკადემიის” ბიუჯეტიდან პირადი მოგზაურობების, ოჯახის წევრების სადაზღვევო და სწავლის ხარჯების დაფინანსება (2 მილიონ ლარამდე ზიანი).


პირადი ფართების “აკადმიის”ფინანსებით გარემონტება და უცხოელი მასწავლებლებისთვის ამ ბინების იჯარით, ხელოვნურად გაბერილი ფასებით გადაცემა. ამით დავით ცეცხლაძის პირად ანგარიშებზე 345 ათასი ლარზე მეტის გადაქაჩვა.


ამ ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე (#092060925001).


ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხალძის “აქტივშია” ბიზნეს-სექტორისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ღია საბოტაჟისკენ საზოგადოების მოწოდება. თავდასხმები ეროვნულ ბანკზე, პროკურატურაზე, სუს-ზე, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრზე.


ყველა ეს ფაქტი მოწმობს, რომ ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის მიერ ინვესტორის წინააღმდეგ კანონგარეშე მეთოდებით, ინსტიტუციური თავდასხმებითა და შანტაჟით წარმოებული ბრძოლა აგონიაშია გადაზრდილი. მათ ამ საკუთარი დესტრუქციული ნაბიჯებით ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და თავი გამანადგურებელი მარცხისთვის გაწირეს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page