top of page
Untitled-1.webp

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

  • 11 minutes ago
  • 1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა,


დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, 200 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 
 

ახალი ამბები

bottom of page