top of page
Untitled-1.webp

რამდენი აუზი, ფეხბურთის მოედანი, ბოულინგის დარბაზი და საძინებელი აქვს გრანდიოზულ სასახლეში ნათია ჯანაშიას

1 minute ago
2 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას „მაგნოლიას გრანდიოზული სასახლის“ შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის. ცნობილია, რომ ის 3 820 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს მოიცავს, რომ განთავსებულია ლისის ტბის მიმდებარედ, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე


ძვირადღირებულ უბანში და რომ იქაც კი თავისი სიდიდით და მასშტაბურობით ყველა მეზობლად მდებარე საცხოვრისს ჩრდილავს,


ცნობილია ისიც, რომ ის სიდიით 5-ჯერ აღემატება ერეკლე მეორეს თელავის სასახლეს, ბვრად დიდია ჭავჭავაძეების წინანდლის მამულის სასახლეზე, საგრძნობლად აჭარბებს ჯამბაკურ ორბელიანისა და ციხე გეგუთის სასახლეებს, დადინების ზუდიდის რეზიდენციასაც კი ჯობნის სიდიდეში, მართალია ოდნავ (145 კვ.მეტრით), მაგრამ ხომ ჯობნის...


მოდით, გადავავლოთ თვალი მაინც როგორ აქვს მოწყობილი ნათია ჯანაშიას ეს უპრეცენდენტოდ დიდი სასახლე, სადაც ჩვეულებრივი თბილისური, საშუალოდ 100 კვადრატულ მეტრიანი, 40 ბინა დაეტევა.


საკუთრივ სასახლეში, ნათია ჯანაშიას აქვს:


• ბოულინგის შიდა დარბაზი,  


• მინიფეხბურთის სტანდარტული ზომის  დახურული მოედანი,


• 16 კაცზე გათვლილი “კავეას” კონცეფციის კინოთეატრი,


• ღია აუზი გაშლილი ვერანდებით,


• დახურული აუზი,


• აკვადისკოთეკა,


• სპა-ცენტრი


• სამასაჟე სივრცე


• ბარი,


• ღვინის პალატა,


• ჩაის სახლი,


• ბავშვთა გასართობი ოთახი,


• შინაური ცხოველის ოთახი,


• კვების ბლოკი 2 სასადილო სივრცით და 2 სამზარეულოთი,


• სტილისტის სივრცე,


• საკუთარი საგარდერობოთი და სველი წერტილით აღჭურვილი 7 საძინებელი, საიდანაც თითოეულიდან დამოუკიდებლად, გასვლაა შესაძლებელი ვერანდაზე.


ეს ყველაფერი ერთ სახლში, ერთ სასახლეში, ერთ საცხოვრისშია თავმოყრილი.


უძრავი ქონების ექსპერტთა შეფასებით, მსგავს ლოკაციაზე განთავსებული, მსგავსი აღწერის სასახლის საბაზრო ფასი, სულ მცირე, 20 მილიონი ლარია, ხოლომის მოპირკეთებამდე კონდინციაში მიყვანას სულ მცირე 4 მლნ აშშ დოლარი მაინც დასჭირდებოდა.


ცნობისთვის, ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% წილი 2019 წელს გაასხვისა „საქართველოს განათლების ჯგუფზე“ და ამაში, ქმართან ერთად, 29,3 მლნ ლარი მიიღო.


ასევე, შეთანხმების თანახმად, მომდევნო 5 წელი, ნათია ჯანაშია, ქმართან ერთად, კვლავ თავადუძღვებოდა „აკადემიის“ მენეჯმენტს. ამაში, ისინი ჯამურად, წლიურად, 1 მილიონ ლარს იღებდნენ ხელფასად.


მენეჯმენტ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2024 წელს, ინვესტორმა აღარ გაუგრძელა იგი ნათია ჯანაშიასდა დავით ცეცხლაძეს, რის ფონზეც მათ დავა წამოიწყეს ინვესტორის წინააღმდეგ და მას ბრალი დასდეს 2019 წელს დადებული გარიგებისას წილის იაფად გასხვისების იძულებაში. ასევე, თითქოსდა შეთანხმებული ინვესტიციების არ განხორციელებაში.


ამავე პერიოდში, „აკადემიაში“ ჩატარებული აუდიტის თანახმად, გამოირკვა, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მენეჯმენტის პერიოდში დაფიქსირებულია „აკადემიის“ კუთვნილი  მიტაცება/გაფლანგვის შესაძლოფაქტი. მისი მოცულობა 4 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეა აღძრულიდა გამოძიება მიმდინარეობს.



 
 

ახალი ამბები

bottom of page