top of page
Untitled-1.webp

„12 საფლავი გაქურდა, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა“ - ზესტაფონში საფლავების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

36 minutes ago
1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა. კერძოდ, საფლავების ღობეებიდან ლითონის დეტალები მოიპარა, რომლებიც მოგვიანებით ქალაქ ზესტაფონში მდებარე ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო მოპარული ლითონის ნაკეთობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
 

ახალი ამბები

bottom of page