top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშია, რეზიდენციის სიდიდით, ამერიკის პრეზიდენტს ეჯიბრება

14 hours ago
1 min read

ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლე, თბილისის ვილებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მდიდრული რომ არის, ეს უკვე საზოგადოებამ კარგად იცის.


სიდიდით, გრანდიოზულობითა და მასშტაბურობით ის ისეთ ისტორიულ სასახლეებსაც აღემატება, როგორებიცაა, ერეკლე II-ის ცნობილი თელავის სასახლე, ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, გეგუთის ციხე-სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და თვით დადიანების საყოველთაოდ ცნობილი სასახლეც კი.


უფრო კონკრეტულად, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას 3 820 კვადრატულიანი სასახლე დადიანების სასახლეზე 145 კვადრატული მეტრით დიდია. დადიანების სასახლის ფართი 3 675 კვადრატული მეტრია.


ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლეც ერთობ მოკრძალებულად გამოიყურება ნათია ჯანაშიას მაგნოლიას დიდი სასახლის ფონზე - სულ რაღაც 700 კვ.მეტრი.


თითქმის ორჯერ დიდია მაგნოლიას ვილა გეგუთის ციხე-სასახლესთან შედარებით, რომელიც 2000 კვ.მეტრს მოიცავს - ნათია ჯანაშიას საცხოვრისი, მოგეხსენებათ, 3 820 კვადრატული მეტრია.


ნათია ჯანაშიას ვილამ თითქმის 6-ჯერ აჯობა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლეს, რომელიც სულ რაღაც 650 კვ.მეტრს ფართობს მოიცავს.


მაგნოლიას სასახლე, თავისი ფართით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესაც, ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარ შენობასაც კი აჭარბებს, ავლაბარში - ის მხოლოდ 3000 კვ მეტრის მოცულობისაა.


ანუ, ნათია ჯანაშიას მაგნოლიას სასახლე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთად აღებული ალესანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სასახლე, ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე და ერეკლე II-ის თელავის სასახლე.


მაგრამ ეს ყველაფერი არაა - აღმოჩნდა, რომ ნათია ჯანაშიას მაგნოლიას გრანდიოზული სასახლისა და ამერიკის პრეზიდენტების მთავარი რეზიდენციის - „თეთრი სახლის“ ფართობები (საუბარია, რეკონსტრუქციების შედეგად მიშენებების გარეშე ფართზე), პრაქტიკულად, იდენტურია.


როგორც არ უნდა შევხედოთ, ფაქტია, - ნათია ჯანაშია მაგნოლიას რეზიდენციის სიდიდით ამერიკის პრეზიდენტსავც კი გაეჯიბრა.


 
 

ახალი ამბები

bottom of page