top of page

თბილისში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

  • 1 hour ago
  • 1 min read


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გავრცელების ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.


შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „ალფა-პვპ“.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page