top of page
Untitled-1.webp

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი Jack Daniel’s-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა

  • 5 days ago
  • 1 min read

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით Jack Daniel’s-ის სასაქონლო ნიშნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ და ერთ-ერთი დაკავებულის საწყობში ინახავდნენ. ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 22 400 ლარის ღირებულების 300 ბოთლი ფალსიფიცირებული სასმელი ამოიღეს.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 
 

ახალი ამბები

bottom of page