ტაილანდში მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა და 6 ადამიანი მოკლა
- 1 hour ago
- 1 min read

ტაილანდის ნონტჰაბურის პროვინციაში მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 6 და დაიჭრა 15 ადამიანი. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 3 მოსწავლე და 3 მასწავლებელია. ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა.
თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
ეს 2026 წელს ტაილანდის სკოლებში ადამიანთა მკვლელობის მეორე ფაქტია.
თებერვალში ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოსწავლემ სკოლის დირექტორი მოკლა და 2 მოსწავლე დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.















