სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო ვაზნების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- 1 day ago
- 1 min read

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვისქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მასში მალულად განთავსებული ცეცხლსასროლი იარაღის, 2 მჭიდის და 98 ცალი საბრძოლო ვაზნის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.
სამივე კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.















