ნათია ჯანაშიამ ქართველ მოსამართლეებზე დევნა გამოაცხადა: როცა კანონი შენს წინააღმდეგაა, ერთადერთი გზა - შანტაჟია
- 1 day ago
- 1 min read

როდესაც ბიზნესმენი ხელს აწერს ხელშეკრულებას, იღებს 30 მილიონ ლარს და შემდეგ ცდილობს გაყიდული ქონება უკანონოდ, ინვესტორის შანტაჟითა და ცილისწამებით რეიდერული მეთოდებით წაართვას, სამართლებრივი კრახი მხოლოდ დროის საკითხია. სწორედ ამ გზას ადგას ნათია ჯანაშიაც.
ვინაიდან, სასამართლო დარბაზში, მოსამართლეებთან სამართლებრივი ენით საუბარი შეუძლებელია (რადგან მიტაცებული 4 მილიონის შესახებ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნა არსებობს), ჯანაშიამ და მისმა ქმარმა სრულიად აბსურდულ სტრატეგიას მიმართეს - მათ ქართველ მოსამართლეებზე ღია დევნა და რეპუტაციული ტერორი გამოაცხადეს.
მოსამართლეებზე ძალადობრივი თავდასხმის ანატომია
სქემა, რომლითაც ჯანაშია ოპერირებს, მიზნად ისახავს იმ მოსამართლეების დაშინებასა და შანტაჟს, რომლებიც მათ საქმეებს განიხილავენ. მეთოდები ნაცნობი და დესტრუქციულია. სპეციალურად შექმნილი ანონიმური საიტები და დაქირავებული ტროლები ყოველდღიურად აქვეყნებენ ცილისმწამებლურ მასალებს იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, ვინც ჯანაშიას აბსურდულ მოთხოვნებს მხარი არ დაუჭირა. მიზანია, შეიქმნას ხელოვნური ფსიქოლოგიური წნეხი, რათა მოსამართლემ ვერ გაბედოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
რატომ აწყობთ მოსამართლეების დევნა?
ნათია ჯანაშია ცდილობს შექმნას წინასწარი ნარატივი საკუთარი გარდაუვალი მარცხის გასამართლებლად. მას კარგად ესმის, რომ ადვოკატების გადასახდელი ნაღდი ფული უმთავრდება, ვალდებულებები ეზრდება და სასამართლოში პროცესს წააგებს.
მოსამართლეებზე დევნის გამოცხადებით ის ცდილობს საზოგადოებას უთხრას: „მე საქმე იმიტომ კი არ წავაგე, რომ პარტნიორებს ფული მოვპარე და გაყიდული ქონების წართმევას ვცდილობდი, არამედ იმიტომ, რომ მოსამართლეები არიან ჩემს წინააღმდეგ“, - ეს არის პასუხისმგებლობის არიდების კლასიკური რადიკალური მეთოდი.
მართლმსაჯულება შანტაჟზე მაღლა დგას
ნათია ჯანაშია და მისი ქმარი ფიქრობენ, რომ აზიური ბოტების ლაიქებით, ანონიმური კედლის საიტებით და დაქირავებული ტროლების გამოყენებით მოსამართლეებზე თავდასხმით, შეძლებენ სასამართლო სისტემის გატეხვას. თუმცა, ერთი რამ არ ესმით, რომ მართლმსაჯულება შანტაჟზე გაცილებით მაღლა დგას.
მოსამართლეებზე გამოცხადებული დევნა კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელია ამ წაგებულ ომში, რომელიც ჯანაშიას კიდევ უფრო ღრმა ფინანსურ და რეპუტაციულ უფსკრულში გადაჩეხავს.















