top of page
Untitled-1.webp

ცნობილი ხდება ნათია ჯანაშიას თაღლითობის სქემები: 666 666 ლარის დატაცება და ბევრი სხვა

  • Jul 20
  • 2 min read

რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტი თაღლითური და ბოროტმოქმედული ამბების შესახებ ხდება ცნობილი, რომელიც ნათია ჯანაშიასა და მის ქმარს უკავშირდება. ის ფინანსური ზიანი, რაც ყოფილმა მენეჯმენტმა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“ მიაყენა, წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. საქმე ეხება რამდენიმე მილიონი ლარის გაფლანგვას, უკანონო ხელფასებს, კომპანიის ხარჯზე პირად მოგზაურობებსა და ბიზნესის წაგლეჯვის მცდელობას.

დეტალურად განვიხილოთ მიმდინარე დავის ოთხი შოკისმომგვრელი ეპიზოდი:


უკანონოდ გატანილი 666 666 ლარი

როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშია და მისი ქმარი ხელშეკრულების დასრულების შემდგომ პერიოდში (2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით), უკანონოდ აგრძელებდნენ საკუთარი თავისთვის ფულადი ანაზღაურებების გადახდას. „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისა“ და „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ სალაროდან ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა უკანონოდ, ხელფასებზე დანამატის სახით 666 666 ლარი დაიტაცეს.


უფასო დაზღვევები და დასვენება სკოლის მოსწავლეების ხარჯზე

ეს ეპიზოდი ყველაზე ნათლად აჩვენებს ყოფილი დირექტორის ნათია ჯანაშიას დამოკიდებულებას სკოლის ბიუჯეტისადმი. 2019-2025 წლებში ჯანაშია და მისი ქმარი, სკოლის ადმინისტრაციისგან და ინვესტორისგან მალულად, კომპანიის ფინანსურ სახსრებს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ. სქემა მოიცავდა სკოლის მოსწავლეების გადახდილი საფასურიდან და სკოლის ხარჯზე:

· პირადი მოგზაურობებისა და დასვენების ფარულად დაფინანსებას კომპანიის ბიუჯეტიდან.

· შვილებისა და ქმრის მშობლების უკანონო დაზღვევას.

· ნათესავების უფასო სწავლას ნიჭიერი ბავშვების სანაცვლოდ, მაშინ როდესაც თავად მილიონები ქონდათ და შეეძლოთ ამ საფასურის გადახდა.


სკოლისთვის მიყენებული ზიანი კოლოსალურ 1,932,101.32 ლარს შეადგენს.


ბინების უკანონო რემონტი და ზედმეტი ქირის გატანა

თაღლითური სქემა არც უძრავი ქონების მანიპულაციებს ასცდა. მტკიცდება, რომ ნათია ჯანაშიას ქმარმა სკოლის ფინანსებით გაარემონტა საკუთარი პირადი ბინა. გარდა ამისა, სკოლაში დასაქმებული უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, მათ ქირაობა გააფორმეს ჯანაშიას ქმრის საკუთრებაში არსებულ ბინებზე. შედეგად, ხელოვნურად გაბერილი და ზედმეტობით განსაზღვრული ქირის თანხები პირდაპირ ნათია ჯანაშიას ქმრის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. მიყენებული ზიანი 341,878.45 ლარია.


კომერციული აქტივისა და მიწის ნაკვეთის მითვისება

ყველაზე მასშტაბური კორპორაციული თაღლითობა 2024 წლის ივლისში განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრისთვის ცხადი გახდა, რომ მენეჯმენტში ვეღარ დარჩებოდნენ, მათ ლისის ტბის მიმდებარედ, სკოლის გვერდით, მალულად შეიძინეს ის მიწის ნაკვეთი, რომლის ყიდვის ინტერესიც მანამდე თავად სკოლას ჰქონდა გამოხატული. პარალელურად, დააფუძნეს კლონირებული კომპანია თითქმის იდენტური სახელით (შპს „საქართველოს ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“), რათა მიეთვისებინათ „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ კომერციული აქტივები. ამ ქმედებით სკოლისთვის მიყენებულმა ზიანმა 1,143,900 ლარი შეადგინა.


ეპილოგი: ციფრები და ფაქტები არ ტყუიან

როგორც დოკუმენტები ადასტურებს, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის წინააღმდეგ მიმდინარე მხოლოდ 1 დავის ჯამური ფასი 4 მილიონ მეტია. ეს არის კონკრეტული მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდებები სისტემურ თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებში.

როდესაც სკოლის მოსწავლეებს პარავ, კომპანიის ხარჯზე ნათესავებს აცხოვრებ და საკუთარ ბინებს არემონტებ, კანონის წინაშე პასუხისგება გარდაუვალი ხდება.

 
 

ახალი ამბები

bottom of page