ნათია ჯანაშიას ანტისახელისუფლებო თაღლითური ქმედებები
- Aug 4
- 2 min read

ნათია ჯანაშიას მიერ 2025 წელს, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ბიზნესდავის ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში გადატანის ფაქტმა იმთავითვე გააჩინა ეჭვი, რომ ეს მას ერთი მხრივ, ინვესტორზე პირდაპირი რეპუტაციული ზეწოლის გაძლიერებისთვის სჭირდებოდა და მეორე მხრივ კი ამით საქართველოში იმხანად აგორებულ ანტისახელისუფლო ისტერიასაც გამოუცხადებდა მხარდაჭერას.
ამით, ცოლ-ქმარმა მიმართა ორმაგი სტანდარტისა და თაღლითური მანიპულაციების სტრატეგიას, რაც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციასა და საერთაშორისო ასპარეზზე მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
საქართველოში ისინი ხელისუფლების თითქმის ყველა შტოსა და მმართველი გუნდის ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თავს წარმოაჩენდნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან დაჩაგრულებად და მანიპულირებდნენ ადგილობრივი გავლენების მოსაპოვებლად. ხოლო ინგლისში წარდენილი სარჩელი კი რადიკალურად განსხვავებული რიტორიკისა იყო.
ლონდონის სასამართლოსთვის საქმის დაშვებადობის დასაბუთების მიზნით, ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლება ახასიათებდა, როგორც „რუსეთისკენ მიმავალ, კორუმპირებულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, ხოლო საქართველოს, როგორც კორუმპირებულ სახელმწიფოს, სადაც ეფექტიანი მართლმსაჯულება მიუწვდომელია.
მისი მიზანი იყო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ფონით მანიპულირება. დავის ლონდონში გადატანა ემთხვევა 2025 წლის თებერვალ-ივნისის პერიოდს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასა და რადიკალურ საინფორმაციო კამპანიებს და სიტუაციის რადიკალიზაციისთვის საერთაშორისო მედიაშიც კი”სცადა ბედი”, სადაც გაჟღერდა დაკვეთილი ნარატივები საქართველოში არსებულ ავტორიტარიზმზე და სადაც საკუთრივ ნათია ჯანაშია, როგორც „სისტემის მსხვერპლი“, ისე იყო “გასაღებული”.
ნათია ჯანაშიას ანტისახელისუფლებო თაღლითური ქმედებები რომ იმთავითვე ლონდონური ფიასკოსთვის იყო განწირული, დამტკიცდა კიდეც სასამართლოს პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე, სადაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნათია ჯანაშიას მოთხოვნა, ემსჯელათ ინვესტორი კომპანიისა და მისი ხელმძღვანელების სასამართლოზე სავარაუდო ზეგავლენის თაობაზე.
თუმცა, დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც ნათია ჯანაშიას მიერ დაქირავებულმა, დღემდე გასაიდუმლოებულმა ექსპერტმა, დაკითხვისას, ბრიტანულ მართლმსაჯულებას უტყუარად უნდა დაუმტკიცოს, რომ საქართველოს მთელი სასამართლო სისტემა კორუმპირებულია და ივანიშვილის მითითებებს ასრულებს.
ამით, ლონდონის სასამართლომ საქმეს ჩამოაშორა ბიზნეს-ასპექტები და სარჩელის მიღება თითქმის შეუძლებელ პირობას - მთელი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის გახრწნილობის დამტკიცებას დაუკავშირა.
პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ნათია ჯანაშიას ლონდონურმა სასამართლომ დაუკმაყოფილოს მცდელობა, რომ საკუთარი ფინანსური და მერკანტილური ინტერესების დასაცავ იარაღად საქართველოს სახელმწიფოსა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მტკიცება გამოიყენოს.
ბუნებრივია, ნათია ჯანაშიას ეს თაღლითური და ანტისახელისუფლებო სტრატეგია, ბრიტანულ მართლმსაჯულებაში სამართლებრივი წარუმატებლობისთვის არის განწირული.















