top of page
Untitled-1.webp

რისთვის დაიჭირეს ნათია ჯანაშიას ქმარი

  • 2 minutes ago
  • 2 min read

ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე კრიმინალურ ქრონიკაში პირველად 15 წლის წინ მოხვდა. 2011 წელს, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, ის “კავკასიის აკადემიური ცენტრის” ხელმძღვანელი იყო და პატიმრობა შეეფარდა დიდი ოდენობით ქრთამის მიცემის ფაქტზე.


როგორც იმ დროინდელი მასალებით ირკვევა, რომელიც სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, ნათია ჯანაშიას ქმარმა ბრიტანეთში შეიძინა რამდენიმე ათეული ათასი სახელმძღვანელო და განათლების სამინისტროში გრიფის მინიჭების პროცესში ამავე სამინისტროს მაღალჩინოსანს ქრთამავდა. დავით ცეცხლაძე და მისი პარტნიორი ფულის მიცემის ფაქტზე დააკავეს.


მერე, როგორც ხდება ხოლმე, ბრალდება ამბობდა, რომ დიდი ოდენობის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს, ნათია ჯანაშიას ქმარი ამბობდა, რომ მას ფულს სძალავდნენ.


ფაქტი, რომელსაც არცერთი მხარე არ უარყოფს არის ის, რომ დავით ცეცხლაძეს სახელმძღვანელოები წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შემოტანილი და შემდგომ ცდილობდა გრიფის მინიჭებას და საგანმანათლებლო სისტემაში ჩაშვებას.


გამოძიების მტკიცებით, ცეცხლაძეს წინასწარი მოლაპარაკება ჰქონდა სამინისტროს გავლენიან ჩინოვნიკთან და სავარაუდოდ, რაღაც მომენტში, ეს მოლაპარაკებები შედეგიანად ვეღარ დასრულდა, ან გზად ვიღაცას „გადაურბინა“... მერე და მერე, გზა და გზა, გაირკვა, რომ ნათია ჯანაშიას ქმარი განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს ფარულად იწერდა. თუმცა, ის ვიდეოები იმ მომენტში არ მიიღეს ცნობად და დავით ცეცხლაძე დაიჭირეს დასაპატიმროში გაამწესეს.


საპატიმროში მან 1 წელი გაატარა და ცვლილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გათავისუფლდა.


დავით ცეცხლაძე 2011 წლის ფაქტს აღწერს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის მიერ მის მიმართ გამოვლენილ რეპრესიას და ჩაგვრას. ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართულ წერილში, 2024 წლის მარტში, ის წერდა:


“2011 წელს სააკაშვილის მართლმსაჯულებამ, როგორც ასი ათასობით სხვა უდანაშაულო ადამიანი, გამოგონილი ბრალდებით გამასამართლა მე, დავით ცეცხლაძე და ჯოჯოხეთურ ციხეში მამყოფა ერთი წლის განმავლობაში. ციხეში გაუსაძლის პირობებში ყოფნის გამო შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. გარდა ამისა, სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენს ოჯახს წაართვა დიდძალი თანხა და 15 წლის განმავლობაში ნაშენები სამი ბიზნესი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამ კი გაგვიჩინა იმედები, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვეღარასდროს გაბედავდნენ ბიზნესის რეკეტს, ადამიანთა წამებასა და მკვლელობას”.


ამ წერილიდან ზუსტად ერთ წელიწადში, 2025 წლის 2 მაისს, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს შეაქვთ სარჩელი ლონდონის სასამართლოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობას ოლიგარქიულს უწოდებენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს კორუმპირებულს, ხოლო სასამართლო სისტემას ადანაშაულებენ დამოუკიდებლობის არქონაში, რის გამოც მათ დავას პერსპექტივა საქართველოში არ აქვს.


2025 წლის 12 დეკემბერს დავით ცეცხლაძის ქმედებებთან დაკავშირებით „ბრიტიშ ეირვეიზის“ ბორტზე დაწყებული იყო კრიმინალური კეისი, რომელიც დავით ცეცხლაძის მხრიდან ინვესტორის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე აღიძრა.


მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, 2026 წლის 13 მარტს ბრიტანულ-ქართული აკადემიის რიგგარეშე კრებაზე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შესახებ.


კრებაზე ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მხრიდან არასათანადო ქცევასთან ერთად დაფიქსირდა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლების წინააღმდეგ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები. კერძოდ, ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ თანამშრომლებს. მუქარის ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, ორსულად იყო.


ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე ამ ფაქტის გავრცელებას ბულინგის ფორმით გამოეხმაურა და ორსული ქალის მიმართ ძალადობრივი შინაარსის კომენტარი გამოაქვეყნა.


ფაქტნიუსზე გამოქვეყნდა ნათია ჯანაშიას ქმრის მიერ სოციალურ ქსელში კრიმინალური ლექსიკითა და პირდაპირი მუქარებით გაჯერებული კომენტარები, რომელიც მძიმე ძალადობრივი ხასიათისაა.


 
 

ახალი ამბები

bottom of page