top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას ქმარი, დავით ცეცხლაძე ფეისბუქ-მოძალადე გახდა

  • 4 hours ago
  • 1 min read

ლონდონისა და თბილისის სასამართლოებში მიმდინარე სამართლებრივი დავის პარალელურად, განხილულ საქმეებში უსუსტესი პოზიციების გამო მოსალოდნელი მარცხის გამო, ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის აგრესიული ტონი და მუქარები სოციალურ ქსელში მატულობს და ძალადობრივ ფაზაში გადადის.


სანამ ნათია ჯანაშია ბრიტანულ მართლმსაჯულებას საქართველოში ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობაზე მიუთითებს, მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე, სოციალურ ქსელებში აშკარა მუქარასა და სიძულვილის ენას მიმართავს.


ფეისბუქზე გავრცელებული კომენტარების სქრინშოტებიდან ირკვევა, რომ ცეცხლაძე სისტემატურად აქვეყნებს შეურაცხმყოფელ და მუქარის შინაარსის მქონე პოსტებს და კომენტარებს. იგი კონკრეტულ პირებსა და ოპონენტებს ღია აგრესიით მიმართავს, იყენებს მძიმე ეპითეტებს („თაღლითო“, „პედოფილო“, „მოღალატე მონებო“) და პირდაპირ ემუქრება: „გეშინოდეთ,, ვერსად გაგვექცევით, ყველა პასუხს აგებს,. გირჩევნიათ, სკოლაში არ დაგხვდეთ “.

ფეისბუქის კონკრეტული პოსტის ქვეშ წარმოდგენილი კომენტარები მინიმუმ 5-ჯერ არის შესწორებული და ყოველი ახალი შესწორება კიდევ უფრო მეტ სიძულვილის ენას და შეურაცხყოფას შეიცავს.


შეგახსენებთ, რომ ნათია ჯანაშია და მისი ქმარი, დავით ცეცხლაძე წლების განმავლობაში მართავდნენ „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“. მენეჯმენტიდან წასვლის შემდგომ, როდესაც საერთაშორისო აუდიტის მიერ აღმოჩენილ ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა (საფინანსო პოლიციამ) 4 მილიონი დოლარის დატაცება-გაფლანგვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ცოლ-ქმარი ინვესტორს დაუპირისპირდა.


ნათია ჯანაშიას ქმარი ადრეც გამოირჩეოდა არანორმატიული, კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი ლექსიკით. მისი ტონის აგრესიულობის ზრდა იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ  აკადემიისთვის მიყენებული ზიანისთვის, ინვესტორმა სასამართლოს მიმართა ჯანაშიასა და მისი ქმრის გარიცხვასთან დაკავშირებით.


სამართლებრივი და კორპორაციული დავის ამ ფორმით წარმოება კიდევ უფრო ამძიმებს ყოფილი მენეჯმენტის პოზიციას. იმ ფონზე, როდესაც ოფიციალურ დონეზე ჯანაშია თავს წარმოაჩენს დასავლური ღირებულებების მომხრედ, სოციალურ ქსელებში გამოვლენილი ფეისბუქ-ძალადობა და პირდაპირი მუქარები მკვეთრად ეწინააღმდეგება ცივილიზებული დავის ელემენტარულ სტანდარტებს და ღიად ავლენს ცოლ-ქმრის რეალურ სახეს.




 
 

ახალი ამბები

bottom of page