ძალადობა ქალებზე - როდის დაკითხავენ ნათია ჯანაშიას ქმარს
- 1 day ago
- 2 min read

ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დიდი ხანია გასცდა კორპორაციული კონფლიქტის ჩარჩოებს და მინორიტარი აქციონერისთვის, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრისთვის, სერიოზულ სამართლებრივ და მორალურ კრიზისში გადადის. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნათია ჯანაშიას ქმრის სისტემური აგრესია და ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც სხვადასხვა ეპიზოდში გამოვლინდა.
დავით ცეცხლაძის სახელთან დაკავშირებული ძალადობის ისტორია, განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა აკადემიის რიგგარეშე აქციონერთა კრებაზე. საქმე ეხება 2026 წლის 13 მარტს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ნათია ჯანაშიას ქმარი ინვესტორი კომპანიის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მუქარის ფაქტზე პოლიციაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებს შორის ორსული ქალიც იმყოფებოდა. მიუხედავად ოფიციალური გამოძიებისა, მსგავსი ფაქტების მიმართ სინანულის გამოთქმის ნაცვლად, ნათია ჯანაშიას ქმრის მხრიდან აგრესია არ შეწყვეტილა და მუქარის ფორმები კვლავ შენარჩუნდა.
კრიმინალური ქცევის ქრონოლოგიას ემატება კიდევ ერთი უმძიმესი ინციდენტი, რომელიც საჰაერო ხომალდის ბორტზე, საერთაშორისო რეისის განხორციელებისას მოხდა. „ბრიტანული ავიახაზების“ თვითმფრინავში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და მათ შორის თავად ჯანაშია-ცეცხლაძის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ, დავით ცეცხლაძის მიერ ატეხილი დებოში და მგზავრებისთვის სიტყვიერი და ასევე, ფაქტობრივად, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მანამდე გაგრძელდა, სანამ ბორტგამცილებელმა ის უმკაცრესად არ გააფრთხილა, რომ კიდევ ერთი გამოხდომის შემთხვევაში, ბორტს ავარიულ რეჟიმში დასვამდნემ, ხოლო მას ბორკილებდადებულს გადასცემდნენ ბრიტანეთის პოლიციას.
სამართლებრივი დავების პარალელურად, მოსალოდნელი მარცხისა და უსუსტესი პოზიციების ფონზე, დავით ცეცხლაძის აგრესიული ტონი სოციალურ ქსელებშიც სრულად ტრანსფორმირდა და მან ფეისბუქ-მოძალადის სახე მიიღო. იგი სისტემატურად აქვეყნებს მუქარის შინაარსის კომენტარებს, უშვერი ფორმებით იყენებს სიძულვილის ენას, ღია აგრესიით მიმართავს და უმძიმეს შეურაცხყოფებს აყენებს ოპონენტებს და ჩვეულებრივ მოქალქეებს, რომლებიც საკუთარ აზრს გამოთქვამენ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ ხასიათის ათეულობით კომენტარი ცხადჰყოფს, რომ ძალადობრივი მეთოდები ნათია ჯანაშიას ქმრისთვის თავდასხმის ჩვეულებრივ ფორმად იქცა.
ამდენად, სრულიად ბუნებრივი და სამართლიანია ის საზოგადოებრივი მოლოდინი, რაც რეალურად არსებობს დავით ცეცხლაძის აგრესიული, შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენით გაჟღენთილი გამოხდომების ფონზე.
ნათია ჯანაშიას ქმრის მიერ დაზარალებული მხარეები და საზოგადოება მთლიანად, აქტიურად ადევნებს თვალყურს ამ პროცესს და მოუთმენლად ელის, თუ ზუსტად როდის მოხდება დავით ცეცხლაძის დაკითხვა და რა სამართლებრივი ზომები გატარდება მის მიმართ, ზემოთ აღწერილი ჩადენილი მრავლობითი ქმედებების გამო.















