სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- Aug 17
- 1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობს 30 000 აშშ დოლარის სესხებისსანაცვლოდ ყოველთვიურად 1 200 აშშ დოლარის სარგებლის გადახდას დაჰპირდა.შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სესხისთანხას სრულად დააბრუნებდა, თანხის დაბრუნების გარანტიის სახით კიდაზარალებულს გამოსყიდვის უფლებით მიწის ნაკვეთს მიჰყიდდა.
აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ბრალდებულმა დაზარალებულთან გამოსყიდვისუფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, ხელშეკრულებაშიმითითებული მიწის ნაკვეთი რეალურად მის საკუთრებას არ წარმოადგენდა დადაზარალებულს სხვა - მნიშვნელოვნად ნაკლები ღირებულებისა დაადგილმდებარეობის თვალსაზრისით გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.
სამი თვის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულს არც 30 000 აშშ დოლარიდაუბრუნა და არც შეთანხმებული ყოველთვიური სარგებელი გადაუხადა.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 17640 ლარს, რითაც მას დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზედააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.















