top of page
Untitled-1.webp

სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობისა და გავრცელებისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

  • 4 hours ago
  • 1 min read

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაამონტაჟა, მიანიჭა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



 
 

ახალი ამბები

bottom of page