ნათია ჯანაშიას ნდობა საზოგადოებაში სრულად დისკრედიტებულია
- 12 hours ago
- 2 min read

როცა არგუმენტებს აზიური ბოტებით ანაცვლებ
უკვე ფაქტია, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილმა დირექტორმა, ნათია ჯანაშიამ, დიდი ხანია უარი თქვა ცივილიზებულ სამართლებრივ სივრცეზე და საკუთარი რეპუტაცია საბოლოო დისკრედიტაციამდე მიიყვანა. დღეს საზოგადოებაში მისი ნდობა სრულად გამქრალია, ამის მიზეზი კი ის ტოტალური სიყალბეა, რომლითაც იგი რეალობის გადაფარვას ცდილობს.
კორპორაციული დავიდან პოლიტიკურ ავანტიურამდე
პირველი მიზეზი, რის გამოც ნათია ჯანაშიას მიმართ ნდობა ნულოვან ნიშნულზე დაეცა, არის მისი სასოწარკვეთილი მცდელობა - ჩვეულებრივი ბიზნეს-დავა პოლიტიკურ კონტექსტში გადაეყვანა.
როდესაც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ სკოლის ბიუჯეტიდან გაფლანგული 4 მილიონი დოლარის შესახებ ოფიციალური დასკვნა დადო, რის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო, ნათია ჯანაშიას არგუმენტები უბრალოდ ამოეწურა. იმის ნაცვლად, რომ ამ მძიმე ფაქტებისთვის იურიდიული პასუხი გაეცა, ჯანაშიამ და მისმა ქმარმა გადაწყვიტეს, საჯარო სივრცეში პოლიტიკური „დევნილის“ მანტია მოერგოთ. თუმცა, საზოგადოება მალევე მიუხვდა ამ იაფფასიან ფანდს: პოლიტიკური სარჩულის წინ წამოწევით, ისინი მხოლოდ საკუთარი ფინანსური მავნებლობების გადაფარვას ცდილობენ.
ანონიმური ტროლების ქარხნები
მეორე ფაქტორი, რომელმაც ჯანაშიას რეპუტაცია საბოლოოდ გაანადგურა, არის მის მიერ ამოქმედებული ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა.
იმისთვის, რომ შეექმნათ ილუზია, თითქოს საზოგადოება მათ მხარესაა, ნათია ჯანაშიამ, მისმა ქმარმა და მათთან დაახლოებულმა პირმა ანონიმური, უსახელო და უგვარო ტროლ-ბოტების საიტების „ტროიკა“ (მედიაწერტილი, ლეგალ ნიუსი, პასუხი) შექმნეს, რომელიც ვერდიქტებს გასული საუკუნის 37-იანი წლების „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით შექმნილი „ტროიკების“ შესაფერისად არიგებს. ეს ე.წ. „კედლის გაზეთები“ ყოველდღიურად აფრქვევენ ტყუილებს და პასკვილებს ქართული ბიზნესებისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ იქ გამოქვეყნებული მასალები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: პატიოსანი ადამიანებისთვის ტალახის სროლას.
პაკისტანელი და ინდონეზიელი „მხარდამჭერები“
კამპანიის ყველაზე კომიკური და სამარცხვინო ნაწილი ნათია ჯანაშიას სოციალურ ქსელებში იკითხება. ყოფილი დირექტორი ხშირად ამაყობს, რომ მის პოსტებსა და ემოციურ მიმართვებს ორგანული „ლაიქი“ და მხარდაჭერა აქვს. თუმცა, საკმარისია ამ მომხმარებლების პროფილებს გადავხედოთ და სასაცილო რეალობას დავინახავთ - ნათია ჯანაშიას პაკისტანელი და ინდონეზიელი დამლაიქებლები ჰყავს.
თურმე, ნუ იტყვით, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე ისლამაბადსა და ჯაკარტაში მცხოვრებ ვირტუალურ ბოტებს შეტკივათ გული. სინამდვილეში ჯანაშიას დამლაიქებელი არ ყავს. დღეები შეიძლება გავიდეს და მისი სტატუსი არავის გაახსენდეს, თუ მის გაბუსტვაში ათასობით „მწვანე“ არ დახარჯა, ან ღიად არ იყიდა ხელოვნური ლაიქები და ინტერაქცია აზიური ბოტების ბაზრობებზე არ შეივსო, რათა როგორმე შექმნას მასობრივი მხარდაჭერის ილუზია.
ეს მდარე ხასიათის მოქმედება, ჯანაშიას კამპანიას საბოლოოდ აქცევს დაცინვის საგნად.
სრული ფიასკო
ნათია ჯანაშიას საზოგადოებრივი ნდობის კაპიტალი მთლიანად ამოიწურა. როდესაც ომს ქვეყნის ეკონომიკასა და სისტემაშემქმნელ ბანკებს უცხადებ, როდესაც სიყალბის გამო სტატიებს გიშლიან და როდესაც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ინდონეზიელი ბოტების ყიდვა გიწევს, ეს ნიშნავს, რომ რეალური დავა დიდი ხანია წააგე.
საზოგადოებრივი დისკრედიტაცია სახეზეა, ხოლო ყალბ მხარდაჭერას - პაკისტანური ლაიქები ვერ უშველის.












