ცრუ მსხვერპლი, ცრუ ბრალდებები - როგორ გამოიჭირეს სიცრუეში ნათია ჯანაშია
- 4 hours ago
- 2 min read

ნათია ჯანაშია, მას შემდეგ, რაც „ბრიტანულ - ქართული აკადემიის“ ინვესტორის წინააღმდეგ პროვოცირებულ დაპირისპირებაში შევიდა, მუდამ ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის დაჩაგრეს, და მოატყუეს.
თუმცა, აქაც, როგორც იტყვიან, „ტყუილს მოკლე ფეხები“ აღმოაჩნდა და ნათია ჯანაშიას ცრუ მსხვერპლობა ძალიან მალევე და იოლად გაიშიფრა.
საქმე ის არის, რომ 2019 წელს, როდესაც ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი წილი ინვესტორს 30 მილიონ ლარად დაუთმო (თანხა მასსა და მის მეუღლეს შორის თანაბრად გადანაწილდა), სავარაუდო იყო, რომ პარტნიორები კიდევ უფრო მეტი ენთუზიასტით ჩაერთვებოდნენ სასწავლებლის განვითარებაში. მით უმეტეს, რომ წილის რეალიზაციასთან ერთად, მათთვის ხელფასად წლიური 1 მილიონი ლარი განისაზღვრა, რასაც მთელი ხუთი წლის განმავლობაში, უპრობლემედ იღებდნენ კიდეც. თუმცა მოვლენები სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. ნაცვლად იმისა, რომ ნათია ჯანაშიას, წილობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, პარტნიორთან კეთილსინდისიერად ეთანამშრომლა, მართვის 5-წლიანი პერიოდი მან აკადემიის ქონების გაფლანგვასა და მის საკუთარ დაქვემდებარებაში უკანონოდ გადაყვანას მოანდომა.
სწორედ ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის ამ 5 წლიანი მენეჯმენტის საქმიანობას სწავლობს ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სადაც საქმე აღძრულია აკადემიის კუთვნილი დიდი ოდენობით სახსრების მითვისება-გაფლანგვაზე. სავარაუდო ზარალი 4 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
ნათია ჯანაშია ამ გამოძიების თაობაზე ინფორმაციისაც მიზანმიმართულად არასწორი ინტერპრეტაციით ავრცელებდა. ის საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა, რომ აღნიშნული საქმე ინვესტორის საქმიანობას იძიებდა. თუმცა საამისო არც ერთი, ხაზგასმით უნდა ითქვას, - არც ერთი საბუთი მას არ წარმოუდგენია - ამ ცრუ ბლადებაში ის მარტივად იქნა გამოჭერილი - გავრცელდა შეუვალი ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაწყებულია დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება–გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). გამოძიება დაწყებულია ინვესტორის განცხადების საფუძველზე, როემლიც თავის მხრივ, დიდი ოთხეულის წევრი ერთ-ერთი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულ ფაქტებს ეყრდნობა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნათია ჯანაშიას აღარც უცდია, რომ რაიმე საპირისპიროს მტკიცება განეგრძო.
პროცესმა კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღო, როდესაც ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ აკადემიის პირდაპირი ბლოკირება დაიწყეს. კონტროლის დაკარგვის შიშით, მათ ინვესტორისგან ფარულად ალტერნატიული სკოლის დაფუძნება წამოიწყეს. გეგმა იყო, რომ ნათია ჯანაშიას უნდა გამოიყენებინა მის ხელთ არსებული „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაცემები, რეპუტაცია და მატერიალური ბაზა ახალი პროექტისთვის, ხოლო არსებული ინვესტორი თამაშგარე მდგომარეობაში დაეტოვებინა.
ცოლ-ქმარმა დააფუძნა ახალი სუბიექტი, შპს „საქართველოს ბრიტანული საერთაშორისო სკოლა“, რაც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ შვილობილი ორგანიზაციის - „თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ ზუსტ ანალოგს (კლონს) წარმოადგენდა.
ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილის ქმედებები ამით არ ამოწურულა. ერთის მხრივ, ისინი ინვესტორს ლისის ტერიტორიაზე არსებული მიწების არასწორ მართვასა და განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებდნენ, რეალურად კი თავად ცდილობდნენ მომიჯნავე სტრატეგიული ნაკვეთების ჩუმად, პირად საკუთრებაში გამოსყიდვას. მათი ჩანაფიქრი იყო, ტერიტორიები აკადემიის გვერდის ავლით შეეძინათ, რათა შემდგომში ინვესტორიცა და თავად სასწავლებელიც შანტაჟისა და ზეწოლის ქვეშ მოექციათ.
ეს სქემა ჩაიშალა. ინვესტორმა დროულად შეიტყო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და სკოლისა და პარტნიორული ინტერესების დასაცავად სამართლებრივ ზომებს მიმართა. მიწების მალულად დაუფლების მცდელობა მხილებულია და ამჟამად საქმეს სასამართლო განიხილავს.
ამ ნაბიჯით აღიკვეთა სასწავლებლის რესურსების პირადი ინტერესებისთვის გამოყენების კიდევ ერთი მცდელობა.
ეს გახლავთ ნათია ჯანაშიას “აკადემიის” ინტერესების საზიანოდ გადადგმული ნაბიჯების მხოლოდ ნაწილის მოკლე შინაარსი.
ფაქტები მიუთითებს,რომ მან პირად გამდიდრებაზე ზრუნვასა და პარტნიორებთან რეიდერულ ბრძოლაში იმ ზღვარს გადააბიჯა, სადაც ჩვეულებრივ კანონდარღვევასთან ერთად, საკუთარი დაფუძნებული აკადემიის ინტერესების სრული უგულებელყოფა მოხდა.















