top of page
Untitled-1.webp

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

  • 17 hours ago
  • 1 min read

ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.


ნეპალის ხელისუფლების ცნობით, ჩინეთის საზღვართან 26 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 987-ს აღწევს, 3916 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 583 უცხოელია.


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ტიბეტში 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება.


ნეპალში მაშველები ჰიდროელექტროსადგურების თანამშრომლების გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც წყალდიდობის შემდეგ გვირაბებში ჩარჩნენ.


ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, გვირაბებში დაახლოებით 500 ადამიანია ჩარჩენილი.


 
 

ახალი ამბები

bottom of page