top of page
Untitled-1.webp

მთავრობამ შეკვეთილს კურორტის სტატუსი მიანიჭა

  • Jul 28
  • 1 min read

მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. დოკუმენტი შეკვეთილისთვის კურორტის სტატუსის მინიჭებას, ურეკთან ერთიანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კლასტერის შექმნასა და ოთხივე სეზონზე ტურისტული აქტივობის ზრდას ითვალისწინებს.


პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბუნებრივი რესურსების დაცვა, მწვანე დერეფნების მოწყობა, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება, ელექტრომობილობის განვითარება, ახალი ხიდისა და ნავმისადგომების მშენებლობა, ასევე ადგილობრივი პლაჟებისთვის „ლურჯი ალმის“ (Bლუე Fლაგ) საერთაშორისო სტატუსის მოპოვება.



 
 

ახალი ამბები

bottom of page