top of page
Untitled-1.webp

საგამოძიებო სამსახურმა 1-ელი მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა

  • 2 days ago
  • 1 min read

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.


ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 83 პირი, მათგან 38 დაკავებულია.


„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებულ პირთაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 63 852 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 387 864 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 
 

ახალი ამბები

bottom of page