top of page
Untitled-1.webp

როდის დააბრუნებს ნათია ჯანაშია 4 მილიონ დოლარს

  • Jul 28
  • 2 min read

არ არის აუცილებელი, რომ კორპორაციულ ფინანსებსა და ინვესტიციებში კარგად ერკვეოდე, რომ ოქროს წესი გესმოდეს - ფულს სჭირდება გამჭვირვალობა, ხოლო მენეჯმენტს - ანგარიშვალდებულება. ერთიც და მეორეც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორების, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის პრაქტიკაში არ არსებობდა. ფართო საზოგადოებისთვისაც ხდება ცნობილი ის მსხვილი დარღვევების, გაფლანგული და მიტაცებული მილიონების თაობაზე, რაც ადრე მხოლოდ აუდიტის სპეციალისტებმა იცოდნენ.


2019 წელს, როდესაც მსხვილმა ინვესტორმა, „საქართველოს განათლების ჯგუფმა“, აკადემიის 70-პროცენტიანი წილი 30 მილიონ ლარად შეიძინა, ჯანაშიასგან ასეთი მასშტაბის დატაცებას და თაღლითობას, არავინ ელოდა.


გარიგება ითვალისწინებდა აგრეთვე ჯანაშიასა და მისი ქმრის დირექტორატში დარჩენის ხუთწლიან ვადას, თუმცა სახელშეკრულებო პერიოდის ამოწურვამ და შემდგომმა საერთაშორისო აუდიტმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა.


საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მენეჯმენტის პერიოდში დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო.


საზოგადოებამ უკვე კარგად იცის გაფლანგვის თაობაზე, თუმცა მთავარ კითხვად სწორედ ეს რჩება: როდის მოხდება აკადემიიდან დატაცებული 4 მილიონი დოლარის დაბრუნება და ფინანსური ზიანის ანაზღაურება?


ჯანაშიას პასუხი თავიდან თაღლითობაში მრავალჯერ გამოჭერილი და გამოცდილი ქურდბაცაცას წინასწარ მომზადებულ ტექსტს გავდა: 4 მილიონი არ დაუტაცებიათ, არამედ ახალი კამპუსის უკეთესი მასალებით აშენებას მოხმარდა. იმ პირობებში, როდესაც კამპუსის მშენებლობა ჯანაშიას და მისი ქმრის მოწოდებული ბიუჯეტით მოხდა და საბოლოოდ 3-ჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე თავდაპირველად იყო შემოთავაზებული.


როდესაც საქართველოში მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელების საშიშროება დაინახა, და პატიმრობისგან თავის დასაღწევად, ნათია ჯანაშიამ ახალი ტაქტიკა აირჩია. მან დავა ლონდონის უმაღლეს სასამართლოში (High Court of Justice) წამოიწყო, სადაც კერძო კონფლიქტის გადაფარვა პოლიტიკური ნარატივით სცადა და შეტევა ივანიშვილის ხელისუფლებაზე განახორციელა.


თუმცა, ლონდონში პოლიტიკური რიტორიკით მანიპულირება და საქართველოს ხელისუფლების კორუფციაში დადანაშაულება, ვერ აუქმებს თბილისში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც გაფლანგულ მილიონებს იკვლევს.


ადრე თუ გვიან ჯანაშიას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: როდის და რა გზით დაუბრუნებს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 4 მილიონი დოლარს, რომლის გაფლანგვაზეც საერთაშორისო აუდიტი მიუთითებს, ხოლო საგამოძიებო უწყება იძიებს.

 
 

ახალი ამბები

bottom of page