ნათია ჯანაშიას დავის პოლიტიზებაში პოლიტიკური პარტიები არ ეხმარებიან
- 1 day ago
- 1 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე გახმაურებული, მასშტაბური ბიზნეს-დავა მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას მხრიდან სულ უფრო შორს გადის სამართლებრივი პროცესის ჩარჩოებიდან. თვალში საცემია ნათია ჯანაშიას მხარის რეიდერული ჩანაფიქრიც.
ამ ფონზე, იგი გამუდმებით ცდილობს საკითხისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემას. თავს ხან წინა რეჟიმის მიერ ჩაგრულად წარმოაჩენს, ხან ამჟამინდელ მმართველობას უცხადებს უნდობლობას. უნდობლობას უცხადებს, როგორც მთლიანად ხელისუფლებას, ისე მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს (ფინანსთა, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, პროკურატურა, საგამოძიებო სტრუქტურები, სასამართლო სისტემა და სხვ...). თითქოს, ამ ხმამაღალი შეძახილებით მხარდასაჭერად პოლიტიკურ პარტიებს იხმობს, რომ იქნებ ამით ცოტა მეტი წონა მაინც შესძინოს საკუთარ მყიფე პოზიციციებს. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკურიპარტიები ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებულ დესტრუქციულ პროცესებს არ უერთდებიან და მას მხარსარ უჭერენ.
ნათია ჯანაშიას მიერ არჩეული მეთოდები, - ბიზნესსუბიექტების დევნა, დაშინება, ბულინგი და რეიდერული შანტაჟი სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა პოლიტიკური სპექტრის ყველა ფლანგისთვის. ბუნებრივიცაა, რამდენადაც როცა საზოგადოებას სისტემური ბანკებისა და მსხვილი ქართული საწარმოების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, ეს ნაბიჯები პირდაპირ შეიცავს ეკონომიკური საბოტაჟის ნიშნებს. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო იმიჯს. ისიც ცხადია, რომ ნათია ჯანაშიას მიერ პირადი ინტერესების კონტექსტში წამოწყებული ეს კამპანია მკაფიო ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, მისდამი პოლიტიკური სპექტრის გულგრილობაც იოლი ასახსნელია. პოლიტიკური პარტიები ამ პროცესისპოლიტიზებას არ ცდილობენ და მხარს არ უჭერენ მას.
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებით, ნათია ჯანაშიას აქტივობები, მართალია, გარკვეულწილად, წარსულში ოპოზიციური სპექტრის მიერ კულტივირებულ რევოლუციური სცენარებისა და ბოიკოტის კამპანიების ფორმატში ორგანულად ჯდება, მაგრამ ის მაინც ვერ პოულობს ამ სპექტრის მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას. როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიებიც აცნობიერებენ ასეთი ნაბიჯების სრულ უნაყოფობას და ტოქსიკურობას.















