ნათია ჯანაშიას უკანონო ბრალდებები

ნათია ჯანაშიამ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე სამართლებრივი დავა სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი მიმართულ უკანონო ბრალდებების კასკადში გადაზარდა. ეს ტენდენცია სულ უფრო მკვეთრად იკვეთება მის იმ ღირსების შემლახავ და დეფამაციურ საჯარო კამპანიაში,რომელსაც ინვესტორის წინააღმდეგ აწარმოებს.
სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ მიმართული პრეტენზიები აბსურდული და ყოვლად უსაფუძვლოა.
ნათია ჯანაშია და მისი წარმომადგენლები ქართულ სასამართლო სისტემას სრულ არასანდოობასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ლონდონის სასამართლოში წარდგენილ არგუმენტაციაში კი, ასევე ყოვლად უსაფუძვლოდ, აცხადებენ, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა მათთვის შეუძლებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა საერთაშორისო მასშტაბის პირდაპირი თავდასხმამართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე.
ნათია ჯანაშიას საჩივრებში საქართველოს ხელისუფლება მოხსენიებულია, როგორც „ოლიგარქიული რეჟიმი“, ხოლო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ბიზნესპროცესებში უკანონო ჩარევასა და „გავლენებით ზეწოლაში“ სდებენ ბრალს.
პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, დანაშაულებრივი სქემების მფარველობაში, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებები და სამართლებრივი პროცედურები კანონით დადგენილ ფარგლებში მიმდინარეობდა.
იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის მიერკანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით დადგენილ ხარვეზებსა და „აკადემიის“ ხელახალი რეგისტრაციის პროცედურებს, ნათია ჯანაშია, ასევე ყოვლად უსაფუძვლოდ, წარმოაჩენს, როგორც „აკადემიის“ ხელოვნურად ლიკვიდაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს და უწყებას
დანაშაულებრივ ქმედებაში სდებს ბრალს.
ეროვნული ბანკისა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ, მათი პროფილის შესაბამის ფინანსური და საგანმანათლებლო რეგულაციების გატარებას ნათია ჯანაშია ინტერპრეტირებს, როგორც მასზე განხორციელებულ ადმინისტრაციული წნეხს.
მთავარი წინააღმდეგობა და აბსურდულობა კი ნათია ჯანაშიას პოზიციაში ის არის, რომ მან კერძო ბიზნესგარიგება, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული კოლოსალური (30 მლნ ლარი) ფინანსური სარგებელი მიიღო, ინვესტორთან გამართული რეიდერული ბრძოლის ფონზე სახელმწიფოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცია. მის მიერ უწყებებისადმი წაყენებული არც ერტი ბრალდება არ ემყარება სამართლებრივ მტკიცებულებებს და ღიად ემსახურება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვას.















