როგორ აპირებდა ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მიტაცებას
- 2 days ago
- 1 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ კორპორაციული კონფლიქტის მიღმა იკვეთებოდა ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის მიერწინასწარ გააზრებული სქემა, რომლის საბოლოო მიზანსაც კომპანიაზე სრული კონტროლის უკანონოდ დაბრუნება წარმოადგენდა.
მას შემდეგ, რაც 2019 წელს 70%-იანი წილის გასხვისების სანაცვლოდ 30 მილიონი ლარი მიიღო, მინორიტარმა პარტნიორმა, ნათია ჯანაშიამ დაიწყო დესტრუქციული ნაბიჯების სერია, რომელიც კლასიკური კორპორაციული შანტაჟისა და კომპანიის ხელში ჩაგდების რეიდერობის ნიშნებს შეიცავდა.
მიტაცების სქემის პირველი და მთავარი ეტაპი კომპანიის შიგნიდან არევა და მართვის ორგანოს ბლოკირება იყო.
ჯანაშიამ უარი თქვა იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი წესდების მიღებაზე, რითიც შეეცადა შეექმნა სამართლებრივი ვაკუუმი. პარტნიორთა საერთო კრებების სისტემატურიჩაშლით, ცდილობდა, მაჟორიტარ პარტნიორს არ ჰქონოდა შესაძლებლობა მიეღო ოპერაციული გადაწყვეტილებები.
მისი მთავარი მიზანი იყო კომპანია მიეყვანა იძულებით ლიკვიდაციამდე ან პარალიზებამდე, რათა ინვესტორი იძულებული გამხდარიყო, დათმობაზე წასულიყო და აკადემია ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრისთვის მათთვის სასურველ ფასადდაეთმო.
ნათია ჯანაშია ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნაბიჯი საჯარო რეესტრში აკადემიის სამეწარმეო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა იყო. ჯანაშია ცდილობდა, სამართლებრივი ხვრელების გამოყენებით გაეუქმებინა არსებული კორპორაციული სტრუქტურა. ამ გზით მას სურდა, გაებათილებინა ინვესტორის 70%-იანი წილი და სკოლა უკანონოდ მიეტაცებინა - მიუხედავად იმისა, რომ წილის გასხვისების საფასური, 30 მილიონი ლარის ოდენობით, მას და მის ქმარს, უკვე მიღებული ჰქონდათ.
როდესაც ჯანაშიას უკანონო სქემებმა არ იმუშავა, ამოქმედდა საინფორმაციო შანტაჟის მექანიზმი. იგი შეეცადა მოერგო მსხვერპლის იმიჯი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა, თითქოს ადგილიჰქონდა ინვესტორის მხრიდან დამფუძნებლის ჩაგვრასა და მისთვის სკოლის წართმევის მცდელობას.
თუმცა, ნათია ჯანაშიას ყველა გეგმა სრული კრახით დასრულდა.
საჯარო რეესტრის პრინციპულმა, სამართლებრივმა და სამართლიანმა პოზიციამ, „აკადემიის“ პროფესიონალმა მენეჯმენტმა და მთლიანობაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებმა, აღკვეთა აკადემიის უკანონო მიტაცების მცდელობა. „აკადემია“ აგრძელებს სტაბილურ ფუნქციობას, ხოლო მისი მიტაცების მცდელობის ავტორები, ნათია ჯანაშია და მისი ქმარი, სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ჩადენილი სამართალდარღვევების გამო პასუხისმგებლობის წინაშე დადგომას.















