top of page
Untitled-1.webp

ფინანსურ პოლიციაში ნათია ჯანაშიას დირექტორობის დროს მილიონების მიტაცების ფაქტზე საქმეა აღძრული

  • 1 day ago
  • 2 min read

ნათია ჯანაშია მუდამ ცდილობდა, საქმე ისე წარმოეჩინა, რომ საზოგადოებას შექმნოდა შთაბეჭდილება, თითქოს „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება ინვესტორის წინააღმდეგ წარმოებდა.


ის ამით უტიფრად აყალბებდა ფაქტობრივ გარემოებას. რეალობა 180 გრადუსით საპირისპიროა და სიმართლე ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001), სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ–ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის შესაძლო მითვისება–გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიება დაწყებულია “აკადემიის” მაჟორიტარი აქციონერის (70%) განცხადების საფუძველზე, ხოლო მისი პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). გამოძიება ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწყებული.


ოფიციალური დოკუმენტებითაა დადასტურებული, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმე აღძრულია „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიმართვის საფუძველზე, ხოლო გამოძიების პერიოდი განსაზღვრული იმ დროით, როდესაც ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მენეჯმენტს წარმოდგენდნენ.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიება ამ დავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გამოვლენილია, რომ ნათია ჯანაშიას მიერ არაერთხელ გაჟღერებული ბრალდებებისა და განცხადებების მიუხედავად, არ დასტურდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მათი მიმართვის საფუძველზე იყოს დაწყებული და მიმდინარეობდეს რაიმე ტიპის გამოძიება „აკადემიის “ ინვესტორი კომპანიის და მისი ხელმძღვანელი პირების მიმართ.


ნათია ჯანაშიას მხრიდან დღემდე არანაირი კონკრეტული დეტალი, გამოძიების საქმის ნომერი ან საქმის აღძვრის საფუძველი არ არის გამოქვეყნებული და შესაბამისად, იკვეთება, რომ ნათია ჯანაშია უბრლაოდ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.


გარდა ლისის კამპუსების მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ამ 4 მილიონდოლარიანი გადახარჯვის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმისა. ნათია ჯანაშიას და მის ქმარს ინვესტორი, ჯერ-ჯერობით, სამოქალაქო წესით, ედავება ასევე “აკადემიის” ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას, რაც ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის ოჯახის წევრების ჯანმრელობის დაზღვევას,ნათესავთა სწავლის ქირას და პირად მოგზაურობებს მოხმარდა და ასევე, დირექტორობიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმეთვიან პერიოდში, საკუთარ თავსა და ქმარზე უკანონოდ დარიცხულ ხელფასსა და დანამატებს, რომელა ჯამმაც არც მეტი არც ნაკლები - 666 666 ლარი შეადგინა.


 
 

ახალი ამბები

bottom of page