top of page
Untitled-1.webp

კრიმინალური რეიდერობა - ნათია ჯანაშიას მოქმედებები ექსპერტებმა შეაფასეს

  • 1 hour ago
  • 1 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო განვითარებული მოვლენები სამართლებრივი დაბიზნეს-ექსპერტების შეფასებით, გასცდა კორპორაციული დავის ფარგლებს. იურისტები და ეკონომიკური ანალიტიკოსები „აკადემიის“ მინორიტარი პარტნიორის, ნათია ჯანაშიას ბოლოდროინდელ ქმედებებს კლასიკური კორპორაციული შანტაჟისა და კრიმინალური რეიდერობის ნიშნების შემცველად მიიჩნევს.


ექსპერტთა განმარტებით, როდესაც მხარე უარს ამბობს ოფიციალურად ხელმოწერილი ხელშეკრულებების ცნობაზე, ბლოკავს კომპანიის კანონიერ მართვას და ცდილობს ხელოვნურად შექმნილი კრიზისით მაჟორიტარ ინვესტორზე წნეხის განხორციელებას, ეს არის ბიზნესის მიტაცებისკენ მიმართული რეიდერული სქემა.


ანალიტიკოსები, ნათია ჯანაშიას ქმედებებში რამდენიმე საკვანძო ასპექტს გამოყოფენ, რაც მისი მოქმედებების დესტრუქციულ ხასიათზე მიუთითებს:


პირველ რიგში ხაზგასასმელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესდების მიღებაზე უარი და პარტნიორთა კრებების ჩაშლა, რაც მიზნად ისახავდა კომპანიის პარალიზებას. ესარის რეიდერული ტაქტიკა - შეიქმნას მართვისვაკუუმი, რათა შემდგომში კომპანია იძულებითი ლიკვიდაციის ან ხელოვნური გაკოტრების საფრთხისწინაშე დადგეს.


იურისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2019 წელს70%-იანი წილის სანაცვლოდ პირად ანგარიშებზე 30 მილიონი ლარის მიღების შემდეგ ჩაგვრაზე საუბარი სამართლებრივად აბსურდულია. ჯანაშია ფინანსური სარგებლის მიღების მიუხედავად, ცდილობს კომპანიაზე კონტროლი უკანონო მეთოდებით დაიბრუნოს.


ეკონომისტების შეფასებით, ასეთი ფორმის „რეიდერული შეტევა“ განსაკუთრებით საშიშია, რადგან სამიზნედ ქცეულია წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლის ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება, მოსწავლეებითადა მშობლებით მანიპულირება ცდება ყოველგვარ კორპორაციულ ეთიკას.


გარდა ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პრეცედენტები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნისსაერთო საინვესტიციო კლიმატზე. როდესაც ინვესტორი ახორციელებს კოლოსალურ ინვესტიციას, ხოლო მინორიტარი პარტნიორი ცდილობს დესტრუქციითა და შანტაჟით კომპანიის ხელში ჩაგდებას ან დაზიანებას, ეს აფრთხობს პოტენციურ ინვესტორებს.

 

დარგის სპეციალისტთა ვერდიქტი ერთმნიშვნელოვანია - ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული კრიმინალური რეიდერობისა და კორპორაციული შანტაჟის მცდელობა სამართლებრივ სახელმწიფოში განწირულია მარცხისთვის.


მათი შეფასებით, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო არსებული დავა უნდა გადაწყდეს კანონის, საერთაშორისო არბიტრაჟისა და ოფიციალური ხელშეკრულებების საფუძველზე. ხოლო ნებისმიერ უკანონო ქმედებასა თუ კომპანიისათვის მიყენებულ ფინანსურ თუ რეპუტაციულ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა იყოს სრული და გარდაუვალი.


 
 

ახალი ამბები

bottom of page