ნათია ჯანაშიასთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია - როგორ დააგროვა კოლოსალური ქონება
- 3 days ago
- 2 min read

ნათია ჯანაშიას, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორისა და მინორიტარი პარტნიორის ქონების კოლოსალური მოცულობა პირდაპირ უკავშირდება ინვესტორს, რომელმაც 2019 წელს აკადემიის 70 % იყიდა.
ამ გარიგებით, ერთ დღეში, ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის საბანკო ანგარიშზე, ჯამში 29,3 მლნ ლარი დაირიცხა.
ნათია ჯანაშია, შემდგომ კი აცხადებდა, სკოლის 70%-ის გაყიდვით მიღებული ფული ისევ სკოლას მოვახმარეო, მაგრამ ეს ვერაფრით დაამტკიცა - აი, ეს ფული მისი და მისი ქმრის საბანო ანგარიშზე რომ დაირიცხა, ეს კი უტყუარი ფაქტია და უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი ნათია ჯანაშიამ თავადაც დაადასტურა.
მთელი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ის რჩებოდა აკადემიის დირექტორად და ქმართან ერთად, წლიურად, ჯამში, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს - 1 000 000 ლარს იღებდნენ. 5 წელიწადში 5 მილიონი აიღეს ხელფასად, რაც კოლოსალური სახელფასო ანაზღაურებაა.
ამას ემატება, ამავე პერიოდში, მისი მენეჯმენტის დროს გამქრალი 4 მლნ აშშ დოლარი. ემატება 666 666 ლარი, რაც მან საკუთარ თავს და ქმარს მას მერე დაურიცხა ხელფასად, რაც ინვესტორმა ოფიციალურად გააფრთხილა, რომ აკადემიის მენეჯმენტიდან ათავისუფლებდა და ცხადი ხდება, რომ ნათია ჯანაშიასთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.
ნათია ჯანაშია ყველაზე მეტად თავს სასაცილო მდგომარობაში მაშინ იგდებს, როცა თაღლითობაში მრავალჯერ გამოჭერილი და გამოცდილი ქურდბაცაცას მსგავსად, წინასწარ მომზადებულ ტექსტს იმეორებს და იმეორებს - მეო, 4 მილიონი კი არ მიმიტაცებია, არამედ ახალი კამპუსის უკეთესი მასალებით აშენებას მოვახმარეო. არადა, იმ კამპუსის მშენებლობა ჯანაშიას და მისი ქმრის შედგენილი და დაგეგმილი ბიუჯეტით მოხდა და ისე გამოვიდა, რომ მშენებლობის პროცესში, 3-ჯერ გაძვირდა, ვიდრე თავდაპირველად იყო მათივე ბიუჯეტით განსაზღვრული.
ჯანაშიამ 70 % კი გაყიდა, მაგრამ 30 ხომ დარჩა - შესაბამისად, ის ყველა იმ სიკეთით სარგებლობს, რაც აკადემიაში ინვესტორის შესვლის შემდეგ მოხდა. კერძოდ, - ინვესტორის მართვის პერიოდში (2019–2025 წლებში) აკადემიამ 29.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება დააგენერირა, საკუთარი კაპიტალი კი უარყოფითიდან რამდენიმე ათეულ მილიონამდე გაზარდა. შესაბამისად, აკადემიის საბაზრო ღირებულების მკვეთრმა ზრდამ პირდაპირ გაზარდა ნათია ჯანაშიას დარჩენილი წილის ფასიც.
აი, ასე იქცა ნათია ჯანაშია საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად, რომლის კონტროლქვეშ არსებული ქონებაც 60 მილონ ლარს აჭარბებს და მალე 70 მილიონსაც მიაღწევს.















