ნათია ჯანაშია პოლიციას და სუს-ს მოსყიდულს უწოდებს: როცა კრახი ახლოვდება, ცოლ-ქმარი სახელმწიფო ინსტიტუტებს ესხმის თავს
- Jul 22
- 1 min read

ნათია ჯანაშიამ და მისმა ქმარმა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ღია დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყეს. ამჯერად ცოლ-ქმარი ყოველგვარი ფაქტების გარეშე, საჯარო სივრცეში ბრალს სდებს პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მათ კორუფციასა და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
თავდასხმა სამართალდამცავებზე: შანტაჟი ფეისბუქის კომენტარებიდან
ნათია ჯანაშიას ქმარი ღიად და ურცხვად ამტკიცებს, რომ ინვესტორებმა თითქოს ქრთამით გააჩერეს გამოძიება ფინანსურ პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ჯანაშია და მისი ქმარი ცდილობენ ჩირქი მოცხოს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს და ეჭვქვეშ დააყენოს მათი რეპუტაცია..
როცა კანონი უზენაესია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, შსს-სა და სასამართლოზე იერიშის მიტანა არის წაგებული ადამიანების უკანასკნელი, სასოწარკვეთილი მანევრი. ნათია ჯანაშიასა და მის ქმარს მშვენივრად ესმით, რომ ამ დავაში სიმართლე მათ მხარეს არ არის, რადგან არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და ამიტომაც იაფფასიან ფანდებს მიმართავენ თავის გადასარჩენად.















