რატომ ჩაერიცხა 30 მილიონი ნათია ჯანაშიას პირად ანგარიშზე
- 24 hours ago
- 1 min read

მაშინ, როცა 2024 წელს, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის პოსტიდან, კანონმდებლობის სრული დაცვით გათავისუფლებულმა ნათია ჯანაშიამ ინვესტორის წინააღმდეგ დეფამაციური კამპანიის წარმოება დაგეგმა და განხორციელებასაც შეუდგა, იგი იმასაც ამბობდა, რომ 2019 წელს, გარიგების საფასური მას და მის ქმარს, დავით ცეცხლაძეს, არ მიუღიათ და რომ 70%-იანმა აქციონერმა ისინი შეცდომაში შეიყვანა და საგანმანათლებლო აქტივი მიიტაცა.
მართალია, ეს ნარატივი დიდხანს არ (ვერ) გაგრძელდა, რამდენადაც იმუშავა უკვდავმა პრინციპმა, რომელსაც ჰქვია - „ფაქტი ჯიუტია“.
ფაქტი კი იყო ის, რომ 2019 წელს, ინვესტორმა - "საქართველოს განათლების ჯგუფმა", „აკადემიის“ 70%-იანი წილი კანონიერად, მხარეთა შეთანხმებისა და ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა. ნათია ჯანაშიას და მის ქმარს კი, ჯამში 29, 3 მილიონი ლარი სწორედ ამ გარიგების საფუძველზე ჩაერიცხათ მათსავე პირად ანგარიშებზე.
პირად ანგარიშებზე გარიგების ღირებულების მოქცევის ფაქტი იმის დასტურიცაა, რომ სადავო ვეღარ იქნება საკითხი - რა მიზნობრიობით/დანიშნულებით ჩაირიცხა 29,3 მილიონი ლარი ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის სასარგებლოდ. - ეს თანხა / გარიგების ღირებულება / ნათია ჯანაშიასა და მის ქმარს, ჩაერიცხათ წილის დათმობის სანაცვლოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ანუ, პირადი მოხმარების სრული თავისუფლების უფლებით.
ამდენად, ამ ფაქტის (მათ ამგარიშებზე გარიგების თანხის მოქცევა დაფიქსირებით და გასაჯაროებით, წერტილი დაესვა ნათია ჯანაშიას იმ სასოწარკვეთილ ნარატივსაც, რომლის მიხედვითაც იგი ცდილობდა 29, 3 მილიონი ლარის მიღება წარმოეჩინა, როგორც იმ თანხის მიღება, რომელიც შემდგომში მას ისევ „აკადემიაში“ ინვესტირებისთვის უნდა გამოეყენებინა.















