top of page
Untitled-1.webp

ნათია ჯანაშიას რეიდერობა საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია

  • Aug 12
  • 3 min read

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი აქციონერის (30%), ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მიერ წარმოებულ კამპანიას,რომელიც აკადემიის მაჟორიტარი აქციონერი ინვესტორის (70%) წინააღმდეგ არის მიმართული, სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტი კრიტიკული გამოხმაურება აქვ ფბ-მომხმარებელთა მხრიდან.


დაკვირვებამ აჩვენა, რომ უბრალოდ არ არსებობს საზოგადოების ნდობა ნათია ჯანაშიას მხარის საკუთრებაში არსებული იმ ონლაინ-რესურსების მიმართ, რომლებიც დავის მიმდინარეობისას შეიქმნა, მისსავე ახლობლებზე გადაფორმდა და მხოლოდ ინვესტორის დისკრედიტაციას ემსახურება.


მომხმარებლები უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას, ნათია ჯანაშიას მხრიდან, აკადემიის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული კამპანიის გამო, რომლითაც სოცქსელია გაჯერებული.


საგულისხმოა, რომ როგორც კი დისკუსიის ფორმატში გადადის კომუნიკაცია, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულ ფბ მომხმარებელს ნათია ჯანაშიამ, ან მისმა ქმარმა, ან მათმა გულშემატკივარმა, არგუმენტების მოხმობით დაუმტკიცოს მათი პოზიციების უტყუარობა, ისინი გაზეპირებული, არაფრის მთქმელი და პათეტიკური  შეძახილებით პასუხობენ.


ნათია ჯანაშიას მხარის ეს მიდგომა იმდენად შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ ფბ მომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. მათი მხრიდან დასმული კითხვები, რომლებიც ლოგიკურ ანალიზს ეფუძნება, უპასუხოდ დარჩა და კიდევ უფრო ამხილა ნათია ჯანაშიას რეიდერული განზრახვა „აკადემიასთან“ მიმართებით.


„აკადემიის“ დავასთან დაკავშირებით, ცნობილი ჟურნალისტის, მზია ნოზაძის ნათია ჯანაშიასადმი გამოხმაურება ზემოთ აღწერილი ვითარების ნათელი დადასტურებაა:


„აბსურდული კონფლიქტია. ყოველგვარ ნორმალურობის ფარგლებსაა გაცილებული ყოფილი მესაკუთრეების და დამფუძნებლების პრეტენზიები. რომელი სულელი იყიდდა ბიზნესის 70%-ს ისე, რომ ყოფილ მფლობელებს მაინც მართვის ბერკეტებს სრულად დაუტოვებდა.


ნახსენები “მოლაპარაკებების დროს გაცემული დაპირებები”, თუ ნასყიდობის კონტრაქტში  ასახული და მხარეების მიერ ხელმოწერილი არაა, არაფერს წარმოადგენს. ციცქნა პაკეტის მფლობელს, რომელიც შეგნებულად ანგრევს ახალი პარტნიორის და ინვესტორის რეპუტაციას, შეურაცხყოფს, აბულინგებს,  პროვოკაციებით და ძალით  ცდილობს გაყიდული ბიზნესის დაბრუნებას, რომელი იდიოტი კაპიტალისტი დაუთმობდა დასახარჯად საკუთარ ფულს“?– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მზია ნოზაძე.


მის ამ კონსტრუქციულ კომენტარს, ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის მხრიდან დაბულინგების მცდელობა და შეურაცხმყოფელი შეფასება მოყვა, რომელსაც მზია ნოზაძემ შეგნებულად აარიდა თავი.


იქვე, ჟურნალისტი უკმაყოფილებას არ მალავს დისკუსიაში შემოსული ნათია ჯანაშიას არაფრისმთქმელი პასუხების გამო და კონტრ შეკითვებით პასუხობს მას:


„არც ერთ შეკითხვაზე, რომელსაც ვსვამ ინვესტიციის დაცვასთან, გარანტიებთან დაკავშირებით, პასუხს არ იძლევით. მარტო საკუთარ ინტერესებზე საუბრობთ. რა დანიშნულებით ჩაგირიცხათ დამფუძნებლებს 29,3 მილიონი ლარი? თქვენი ლამაზი თვალებისთვის ხომ არ გააკეთებდა ამას. რა შეიძინა ამ ფასად? ეს ფული ხომ თქვენს განკარგულებაში გადმოვიდა? მიწას რომ შემოიტანდა და 2 კამპუსს რომ ააშენებდა, შექმნილი ახალი ქონება, რის შეუსრულებლობასაც ედავებით, მთლიანად თქვენი უნდა გამხდარიყო თუ მაინც მისი იქნებოდა ბიზნესის 70%? ანუ, საკუთარი სარგებლისთვის უნდა გაეკეთებინა თუ თქვენი?


დღევანდელ საბაზრო ფასით (ფულში გამოხატული) რა ეღირებოდა ახლა ის, რაც თქვენი მაშინდელი ვარაუდით გადახდილ ფასს უნდა დამატებოდა და მაშინ, როცა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეთ რა ეღირებოდა მიწა და 2 კამპუსის მშენებლობის აღჭურვის პროექტი?“ – კითხულობს მზია ნოზაძე და დეტალური პასუხის ნაცვლად, რომელიც ნათელს მოფენდა ამ კონკრეტულ საკითხს, ნათია ჯანაშიასგან ბრალდების ფორმით გამოხატულ შეპასუხებას იღებს.


ჟურნალისტს არაერთი მაგალითი მოჰყავს, რომ მკაფიოდ აუხსნას ნათია ჯანაშიას მის მიერ წარმოებული კამპანიის მცდარი ხასიათი და არარეალური მიზნის შეუსრულებლობა, იმ კომენტარის საპასუხოდ, სადაც ნათია ჯანაშია ამბობს, რომ გადაუხდის ინვესტორს იგივე თანხას, რაც მან 2019 წელს გადაიხადა 70%-იან წილში.


„ერთ-ერთი ბინა, რომელშიც ახლა ვიმყოფები $5000-ად მაქვს ნაყიდი წარსულში, მინიმუმ 30 000-40000 დოლარი ღირს ახლა და ყოფილმა მფლობელმა გადახდილი ფული რომ მომცეს, დავუთმობ სახლს? ასეა ინვესტორიც - სულელი იქნება, რომ ნაყიდი ქონება დააბრუნოს იმის გამო, რომ გადაიფიქრეთ. უსუსური და მშიშარა რომ იყოს, ამხელა კაპიტალს ვერც დააგროვებდა. იცის ფულის ყადრი და ვერც გაასულელებთ. სკოლის დამფუძნებლებზე ბევრად ჭკვიანია.


რატომ არ შეისწავლეთ კონტრაქტის პირობები სანამ ხელს მოაწერდით? როგორ უნდა მოეტყუებინეთ ინვესტორს, როცა მისი იურისტების მომზადებული ტექსტის წაკითხვა და შეფასება შეგეძლოთ?


თუ თავად ვერ ერკვეოდით, იურისტები უნდა დაგექირავებინათ. მეუბნებით, რომ წილები არ გაგისხვისებიათ და თუ ბიზნესის 100%-იანი პაკეტი ისევ თქვენია, საჩხუბარი რაღა გქონიათ? რატომ უნდა მოეცა საერთოდ ფული, რა მიზნით უნდა ჩაედო ინვესტიცია თუ არაფერი ეკუთვნოდა? რა გარანტიებით იყო დაცული მისი პარტნიორობა? ბანკის როლი შეასრულა და კრედიტი მოგცათ? კრედიტის სარგებელს უხდიდით? დაფარეთ მისი ვალი? არა, როგორც ჩანს, რადგან, როცა წერთ – “შეუძლია დაიბრუნოს ის თანხა, რაც გადაიხადაო“ – ამას თავადვე აღიარებთ , “გადაგიხადათ“, ანუ, შეიძინა და არსაადაა ახლა წამსვლელი შეძენილი ქონებიდან.


ოცდაათიოდე წლის წინათ მუხიანში 300$-ად გავყიდეთ მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა რამდენიმე ათეულ ათასი ღირს, მივადგე ახლანდელ მფლობელს დავუბრუნო რაც გადაგვიხადა და ნამდვილად შეელევა და დატოვებს იქაურობას? რა მიამიტობას წერთ? ფასს ახლა თქვენ, ყოფილი მფლობელი კი არ ადგენთ, არამედ, ახლანდელი.


შესთავაზეთ იყიდოს დარჩენილი პაკეტიც. შეეწირებით მაგ სკოლას ნერვიულობით და ვერაფერს გახდებით, ვერ წაართმევთ, რადგან შეძენილი აქვს,“ – წერს მზია ნოზაძე სოციალურ ქსელში.

 

 
 

ახალი ამბები

bottom of page