top of page
Untitled-1.webp

კანონზე მაღლა ნათია ჯანაშია ვერ დადგება - ნაძალადევი მოქმედებები ისჯება

  • 2 days ago
  • 1 min read

კორპორაციული მართვისა და ფინანსური დისციპლინის ფუნდამენტური პრინციპები „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრისთვის ხელშეუხებელი წესები არ აღმოჩნდა. კანონით დაშვებული და ეთიკური ჩარჩოებიდან სრული გასვლა, რაც მათ მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში გამოიხატება, ცალსახად სცდება კერძო დავის საზღვრებს და დასჯად სამართალდარღვევებშია გადაზრდილი.


დიდ ოთხეულში შემავალი, საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის დასკვნა, ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის მმართველობის დროს აკადემიიდან მილიონების მითვისებას ადასტურებს.


საგამოძიებო და აუდიტორული მასალები მართვის რამდენიმე მძიმე ეპიზოდს აშიშვლებს. მათ შორის, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, ხელშეკრულების დასრულების შემდგომ პერიოდში, ყოფილი მენეჯმენტის მიერ ფულადი ანაზღაურებების უკანონოდ მიღება ხელფასებისა და დანამატების ჩარიცხვის სახით. ამ გზით მათ უკანონოდ ზუსტად 666 666 ლარი მიითვისეს.


ამასთანავე, ჯანაშია და მისი ქმარი აკადემიის ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ პირად მოგზაურობებს, უზრუნველყოფდნენ შვილებისა და მშობლების სადაზღვევო ხარჯებს, ფარავდნენ ნათესავების სწავლის ღირებულებას და სხვა. ამ ყველაფერმა აკადემიას 2 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა.


ფინანსური მაქინაციები შეეხო უძრავ ქონებასაც: ნათია ჯანაშიას ქმარმა სკოლის ფინანსებით გაარემონტა პირადი ფართები, ხოლო უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისას, ქირავნობა, ხელოვნურად გაბერილი ფასებით, ამ ბინებზე გააფორმა. - ჯამში 345 ათასმა ლარმა, „აკადემიის“ ბიუჯეტიდან პირდაპირ ნათია ჯანაშიას ქმრის, დავით ცეცხლაძის პირად ანგარიშებზე გადაინაცვლა.


ამ ოფიციალური დოკუმენტებისა და მილიონობით ლარის ზიანის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აღძრულია და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე (#092060925001) და გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.


ბუნებრივია, როდესაც ფინანსური დანაშაულის მასშტაბი ასეთი თვალსაჩინოა, ხოლო მმართველობის პერიოდი სავსეა მანიპულაციებით, სამართლებრივი კრახი გარდაუვალია. ნათია ჯანაშიას შანტაჟზე დამყარებული სტრატეგია ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომ ჩადენილი ქმედებები მკაცრად დასჯადია. კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ხოლო უკანონოდ მითვისებული თანხა, ბოლო თეთრამდე, კვლავ მოექცევა „ბრიტანულ-ქარტული აკადემიის“ ბიუჯეტში.


 
 

ახალი ამბები

bottom of page